,,ველოდი თავისუფლებას, ძალიან მინიმალურად, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს“, – ამის შესახებ პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა, ხატია წერეთელმა (ირმა კურტანიძემ) „ტვ პირველთან“ განაცხადა.
ხატია წერეთელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა. ხატია წერეთელთან ერთად სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მასთან ერთად დაკავებული 10 პირიც.
ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხატია წერეთლის და მასთან ერთად 11 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გავრცელდა. დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხატია წერეთლის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გავრცელდა.


