ეს გოგონა მდიდარ ქმარს ეძებდა გაცნობის ფორუმების საშუალებით. მან დაწერა:
“მე არ ვაპირებ ვიცრუო, თუ რისთვის ვარ აქ. წელს 25 წლის ვხდები. ძალიან მომხიბვლელი ვარ. კარგი გემოვნება მაქვს. მინდა ცოლად გავყვე ბიჭს, რომელიც წელიწადში 500 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე ანგარება მამოძრავებს.
მაგრამ არა. ეს ასე არ არის. გასაგებად რომ ვთქვა: ნიუ-იორკში ის, ვინც მილიონ დოლარს გამოიმუშავებს წელიწადში, საშუალო ფენის წარმომადგენლად ითვლება. მე არ მსურს ვიყო ღატაკი. ჩემი პირობები არც თუ ისე ძნელი შესასრულებელია.
არის ვინმე ამ საიტზე, ვისი წლიური შემოსავალიც 500 ათასი დოლარია? თუ თქვენ უკვე ყველა ცოლიანი ხართ? და კიდევ ერთი შეკითხვა: “რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თქვენნაირ მდიდარს გავყვე ცოლად?”
ყველა, ვისაც ადრე ვხვდებოდი, გამოიმუშავებდა 250 000 დოლარს წელიწადში. მე ვთვლი რომ ეს ჩემი მაქსიმუმია. თქვენ, შეგიძლიათ მიპასუხოთ რამდენიმე შეკითხვაზე? მაგალითად:
1) თქვენ – მდიდარი უცოლოები– ჩვეულებრივ, სად იმყოფებით? (გთხოვთ, დამიწერეთ თქვენი საყვარელი კაფე- ბარები, რესტორნები, სპორტული დარბაზები, სასურველია მისამართებით).
2) რა ასაკის მამაკაცი ჯობია დავისახო მიზნად?
3) რატომ არიან მდიდრების ცოლების უმრავლესობა– ასეთი შეუხედავები?
4) საიდან იცით, ვინ გამოგადგებათ ცოლად, და ვინ – მხოლოდ გოგოდ? უბრალო გოგოს როლი მე იმდენად არ მაინტერესებს, როგორც მომავალი ცოლის როლი.
მოუთმენლად ველოდები თქვენს პასუხს.
თქვენი ლამაზმანი”.
აშშ-ს ერთ-ერთი მსხვილი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ამგვარად უპასუხა:
“პატივცემულო ლამაზმანო!
მე დიდი ინტერესით წავიკითხე თქვენი შეტყობინება ფორუმზე. ვფიქრობ, მრავალ გოგონას უჩნდება მსგავსი აზრები. ნება მიბოძეთ გავაანალიზო თქვენი სიტუაცია ინვესტირების თვალსაზრისით.
ჩემი წლიური შემოსავალი – 500 ათას დოლარზე მეტია წელიწადში. ეს სწორედ ისაა, რასაც თქვენ ეძებთ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დროს ტყულად არ ვკარგავ. როგორც ბიზნესმენმა, შემიძლია გითხრათ, რომ ცოლად თქვენი მოყვანა – წარუმატებელი გადაწყვეტილებაა. ყველაფერი მარტივადაა. მოდით, აგიხსნით რატომ.
ის, რის გაკეთებასაც თქვენ ცდილობთ, – ბარტერია, გაცვლა “სილამაზისა” “ფულზე”, სხვაგვარად რომ ვთქვათ ერთი სუბიექტი ყიდის სილამაზეს, ხოლო მეორე სუბიექტი იხდის ამისთვის ფულს. თითქოს ამაში ცუდი არაფერია.
მიუხედავად ამისა, დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენი სილამაზე დაჭკნება, ჩემი ფული კი გასაგები მიზეზების გამო არ დაიკარგება. მომავალში, ჩემი შემოსავალი გამრავლდება, თქვენი სილამაზისგან განსხვავებით.
სხვა ენით რომ ვთქვათ, ჩვენ – ორი აქტივი ვართ. ჩემი თვითღირებულება ზრდადია, თქვენი – დაეცემა. დაეცემა გეომეტრიული პროგრესიით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან ურთიერთობა- ვაჭრობის აქტია. ისეთივე, როგორიც ნებისმიერი ვაჭრობა უოლ სტრიტზე, სადაც მათ თავისი პოზიციები აქვთ.
თუ თქვენი, როგორც აქტივის საბაზრო ფასი- დაეცა, მაშინ ჩვენ მას გავყიდით. ფლობდე ასეთ აქტივს – უბრალოდ უაზრობაა. იგივეა ქორწინებასთან დაკავშირებით, რისკენაც თქვენ ასე ისწრაფვით. სასტიკად ჟღერს, მაგრამ სწრაფად და აქტიურად გაუფასურებადი აქტივების საკითხის ორტიმალურად გადაწყვეტის გზა – მათი გაყიდვა ან გაქირავედაა.
ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც წელიწადში 500 ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, არ შეიძლება იყოს სულელი. რა თქმა უნდა, ისეთები, როგორიც მე ვარ, ყოველთვის შეგხვდებითხოლმე, მაგრამ არ ვიქორწინებთ თქვენზე.
ჩემი რჩევა ასეთია – შეეშვით ამ ძიებას. უმჯობესია ეძებეთ გამდიდრების მეთოდები და წელიწადში ეს ფული დამოუკიდებლად თქვენვე გამომუშავეთ. მაშინ, მდიდარი ბრიყვის პოვნის შანსიც გაიზრდება.
იმედს ვიტოვებ, ჩემი პასუხი გამოგადგებათ”.
კარგი პასუხია თუ ცუდი?
თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო ამ თემაზე? გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..