გურჯაანში ავტოავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
ადგილობრივების თქმით, ,,ჰონდას” მარკის ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა ადამიანმა, სამი კი დაიწვა. მათ შორის ერთი ბიჭი და ორი გოგო.
გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, საჭესთან 14 წლის არასრულწლოვანი იჯდა.
,,ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე ამ ბავშვს მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა. იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით.
სავარაუდოდ, სიჩქარეა მიზეზი.
ზემოთ სამების ეკლესია გვაქვს და იქ წასულან ყველანი ერთად. ერთმანეთის დეიდაშვილები, ბიძაშვილები არიან და ერთი მეზობელი იყო, ისიც არასრულწლოვანი. იქიდან მოდიოდნენ თურმე, როგორც ჩანს, საჭესთან მყოფმა მანქანა ვეღარ დაიჭირა, სისწრაფით არის წამოსული მანქანა, რაღაცას შეეჯახა და მერე მანქანა ამობრუნდა.
მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, სულ ხუთნი ისხდნენ, ორი გადმოვარდა, ბავშვებს ნეკნები აქვთ დამტვრეული და სამი არასრულწლოვანი საბა, მერაბი და გვანცა დაიღუპნენ. წარმოუდგენელი ამბავია.
საბა და მერაბი დეიდაშვილები არიან, გარდაცვლილი გოგონა გვანცა, მათი ბიძაშვილია, ის ქალაქიდან იყო ჩამოსული”, – ამბობს ადგილიბრივი.
წყარო: „Ambebi. GE“


