2026 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ღორის ხორცის იმპორტი ღირებულებაში 80%-ით გაიზარდა – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარში ქვეყანაში 5.103 მლნ დოლარის ღირებულების 2 012 ტონა ხორცი შემოვიდა, ხოლო 2026 წლის იმავე პერიოდში იმპორტირებულია 9.191 მლნ დოლარის ღირებულების 3 357 ტონა ღორის ხორცი.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში საქართველოს იმპორტული ღორის ხორცი 8.3%-ით გაუძვირდა. შარშან იანვარში თუ 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2.53 დოლარს შეადგენდა, წელს იმავე თვეში ღირებულება 2.74 დოლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში იმპორტირებული ხორცის 84% ბრაზილიიდან, ხოლო 11% რუსეთიდან შემოვიდა.
5 ძირითადი ქვეყანა, საიდანაც საქართველომ 2026 წლის იანვარში ღორის ხორცის იმპორტი განახორციელა, ასე გამოყურება:
- ბრაზილია – 7.7 მლნ დოლარის ღირებულების 2 744 ტონა;
- რუსეთი – 1.02 მლნ დოლარის ღირებულების 378 ტონა;
- არგენტინა – 151.3 ათასი დოლარის ღირებულების 82 ტონა;
- ნიდერლანდები – 133 ათასი დოლარის ღირებულების 52 ტონა;
- გერმანია – 68.1 ათასი დოლარის ღირებულების 25 ტონა.


