3 მარტს, მარნეულში იმამ ალის სახელობის მეჩეთში, აიათოლა სეიდ ალი ხამენეისა და ჰაჯი შაჰინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ქადაგება გაიმართა – ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს.
ღონისძიება ყურანის წაკითხვით დაიწყო, აღევლინა ლოცვები და გაიმართა ქადაგება. ქადაგებას უძღვებოდნენ მეჩეთის ახუნდი ჰაჯი ჰაჯიევი და ჰაჯი რაჰიდი.
იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდი აცხადებს, რომ შეკრებას მარნეულისა და მიმდებარე რეგიონებიდან მოსული უამრავი მორწმუნე დაესწრო.



