დედოფლისწყაროში გაზის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილი 42 წლის ლევან მელიქიშვილია.
ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, როდესაც თვითნებურად დამონტაჟებული კუსტარული გაზის ღუმელი აფეთქდა.
დედოფლისწყაროს გაზის კომპანიის დირექტორის, თემურ გოგილაშვილის თქმით, გამათბობლის თვითნებური მონტაჟის შესახებ კომპანიისათვის მხოლოდ შემთხვევის შემდეგ გახდა ცნობილი.
მამაკაცი დაზიანებებით კატასტროფის სამსახურის ჯგუფმა რაიონული კლინიკიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა, თუმცა მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

