• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, March 7, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ეუთო/ოდირის განცხადებით, საქართველოში მიღებული ახალი კანონმდებლობა, “რომელიც ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს, პოლიტიკურ უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”

by inew
6 March 2026
in პოლიტიკა, საზოგადოება
0
ეუთო/ოდირის განცხადებით, საქართველოში მიღებული ახალი კანონმდებლობა, “რომელიც ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს, პოლიტიკურ უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ეუთო/ოდირის განცხადებით, საქართველოში მიღებული ახალი კანონმდებლობა, “რომელიც ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს, პოლიტიკურუფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”.

როგორც ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებაშიანათქვამი, „საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ოდირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 4 მარტს მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლებიც შეზღუდვებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებებს, უკრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებასა და საჯარო თანამდებობების დაკავების მიზნით კენჭისყრას, კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას და კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს იმ აქტივობებს, რომლებიც ხელისუფლების „დელეგიტიმაციად“ მიიჩნევა“.

ოდირის განცხადებით, „ახალ კანონმდებლობას უარყოფითი გავლენა ექნება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების უფლებებზე და მკვეთრად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. კანონის ფართო მოქმედების მასშტაბმა შესაძლოა გავლენა იქონიოს არა მხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ ექსპერტებზე, კონსულტანტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზეც“.

„მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები, ისევე როგორც ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები, როგორიცაა „მასობრივი დაუმორჩილებლობა“ ან „ექსტრემიზმი“, რომლებიც შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, არ შეესაბამება კანონის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი განსაზღვრულობის შესახებ და თვითნებურად აღსრულების რისკებს ქმნის. ნებისმიერი სახის უცხოური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადება მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს, რომელიც ძირს გამოუთხრის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

Next Post

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

Next Post
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.