ოჯახი ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს – არსებული ცნობით, აღნიშნული გუშინ, სეკაკში მოხდა.
სავადაუდო დანაშაულის დეტალებზე არასრულწლოვნის ბიძამ ,,პირველებთან” ისაუბრა.
მისი თქმით, მასწავლებელმა სკოლის მოსწავლე დარბაზში მოტყუებით მიიყვანა და სექსუალურად შეავიწროვა.
მოზარდის ოჯახის წევრი ამბობს, რომ როგორც გაარკვია, 50 წლამდე კაცს ანალოგიურ დანაშაულში სხვა მოზარდებიც ამხელენ.
სკოლის მოსწავლის ახლობლების თქმით, პედაგოგის წინააღდეგ სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს და შეუჩერდეს პედაგოგიური საქმიანობა.


