სპეცოპერაციის დროს 75 წლის პენსიონერი ქალი დაშავდა.
თამარ მიქელაძის შვილი,,პირველებთან” ინტერვიუში ამბობს, რომ დედამისის თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა ესროლა.
,,მოვედი, პოლიცია დგას. რომ შევიხედე დედაჩემი იყო ძალიან ცუდად. მეთქი შემიშვით ოთახში და ვერ შეგიშვებთო. მეთქი, უყურეთ, ქართველები ხართ, ქალი ცუდად ხდება. მიხედავენ თუ მისახედია, მოვლენო – მითხრეს. როცა დედაჩემი იქცეოდა, შევრბოდი შიგნით, ამ დროს პოლიციამ მომქაჩა, სასწრაფო შევიდა, გამოიყვანეს დედაჩემი, ფეხი ჰქონდა შეხვეული, ვკითხე – დედა, რა ხდება-თქო და მესროლესო”, – ამბობს შვილი.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ ქალი მათთან ორივე ქვემო კიდურის არეში მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკაწრი ჭრილობით შეიყვანეს.
მედიკოსი ვერ ამბობს, არის თუ ჭრილობა ცეცხლნასროლი, თუმცა ვერც გამორიცხავს.


