ბათუმში დედამ შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა – ქალი დააკავებულია – ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა თაყაიშვილის ქუჩაზე მოხდა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ მეზობლების თქმით, შემთხვევის დროს აივანზე მყოფი კაცი სისხლდენით რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა. მომხდარის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შსს-მ გამოძიება 126 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


