ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7066 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.09 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.25 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1277 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.45 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6141 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.10 თეთრი შეადგინა.

