გიგა ავალიანის საქმეზე, ჩვენების შეცვლის ბრალდებით ლუკა კლადკინი დააკავეს – ინფორმაციას მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ავრცელებს.
,,წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი!
დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის!!!!
ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა, თამაშია!
ყველა დამნაშავე ციხეშიიიიიი!
მძიმე დღე მქონდა გუშინ, ამიტომ ვერ მოგაწოდეთ ინფორმაცია.
რამდენიმე დღეში გაბაშვილის და რიკაძის განაჩენი დადგება ორივე ბრალზე და ჩიქოვანისა კი, დიღმის ჩხუბების ბრალზე. დარწმუნებული ვარ, განაჩენი იქნება გამამტყუნებელი, მაქსიმალური სასჯელით!
დეტალებზე ინფორმაციას მოგაწოდებთ დღის ბოლოს!“, – წერს ეკა კუპატაძე.


