ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერი“, 25 წლის თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში დანაშაულს აღიარებს.
თეკლა გერსამიასთან ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა პოლიციის თანამშრომელმა დაკავების შემდეგ განახორციელა:
„მინდოდა ერთი-ერთზე დაგლაპარაკებოდი, ხომ არ ხარ წინააღმდეგი გავისაუბროთ. ძალიან კარგი გოგო ხარ, თბილი, მოსიყვარულე შვილის დედა“, – მიმართავს ფარულ ჩანაწერში მას პოლიციელი, რის შემდეგაც გერსამია მომხდარის შესახებ იწყებს საუბარს.
„ჩხუბი დავიწყეთ. ვინტილიატორი აიღო, მერე სკამებს ურტყამდა, სხვის სახლს ლეწავდა… მწვანე დანა მაგიდაზე იდო… სადარბაზოში კიბეზე ჩავდიოდით, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი.
დანა წავიღე, „რაკოვინაში“ ჩავაგდე, წყალი გადავავლე, ბავშვი წამოვიყვანე, ფანჯარაზე იყო ამძვრალი.
ძალიან ცუდად ვიყავი, [სასწრაფოს] ვერაფერი ვუპასუხე… საავადმყოფოდან დედასთან წავედი, არაფერი მითქვამს, თავისით გაიგო…
ძალით არ გამიკეთებია, იმდენად ხშირი იყო შეურაცხყოფა… სხვის სახლში ვცხოვრობდით, სხვისი სახლის გამო გავეკიდე“, – ისმის ჩანაწერში.
ფსიქოლოგის ჩვენების მიხედვით კი, გერსამიამ მასთან გასაუბრებისას ეს ფაქტი სხვაგვარად თქვა.
თეკლა გერსამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს.

