რის საპასუხოდაც ორბანმა პროტესტის მონაწილეები უნგრეთის გვერდში დგომის ნაცვლად “უკრაინის ურმის თრევაში” დაადანაშაულა.
“თქვენ უკრაინის ურემს ათრევთ იმის ნაცვლად, რომ უნგრელების გვერდით იდგეთ. გსურთ პროუკრაინული მთავრობა და გინდათ, რომ უნგრეთის ფული უკრაინაში წავიდეს” – მიმართა ორბანმა ადგილზე შეკრებილ მოწინააღმდეგეებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ აღნიშნული ინცინდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა, რომ “სინამდვილეში, ვიქტორ ორბანს სურს გააგრძელოს რუსული ნავთობის შეძენა და ამით უნგრეთის ფული მოსკოვში გაგზავნოს”.


