14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი შენარჩუნდება, ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი. შესაძლებელია იყოს ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში კი ზვავსაშიშროება.
“9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”. – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს სააგენტოს განცხადებაში.


