გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა. მანვე, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, დემეტრე ჩიქოვანი კი ერთ მუხლის ორ ნაწილში დამნაშავედ 4 აპრილს ცნო – კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში.
დღევანდელ სასამართლო სხდომას ალექსანდრე გაბაშვილი და დემეტრე ჩიქაოვანი ესწრებოდნენ, გიორგი რიკაძემ კი სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.
მსჯავრდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ.

