სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ითქვა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საჯარო მოხელე რომელიც ერთ-ერთი ქვეყნის პრესსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა.
,,ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას”, – ამბობენ უწყებაში.
,,კურიერის” ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია.
ის, 2016-2017 წლებში იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდის, ,,ქართუს”
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.



