წმინდა მამა გაბრიელის მორიგმა სასწაულმა ხალხში დიდი დაინტერესება რომ გამოიწვია, ეს სოციალური ქსელიდან და სხვადასხვა საიტებზე დადებული ინფორმაციებიდანაც კარგად ჩანს. ბერის სამოსით, მჯდომარე მდგომარეობაში გამოისახა ტაძრის იმ ადგილზე (იატაკზე), სადაც გადაადგილებამდე მისი წმიდა ნეშტი იყო დაბრძანებული.
უწმინდესს ამ სასწაულის დანახვაზე უთქვამს, ეს დიდი სასწაულია და მე აქ წარწერებსაც ვხედავო. წმინდა მამის ერთ-ერთი სულიერ შვილს, ბატონ ოთარ ნიკოლაიშვილს დავუკავშირდი და მცირე კომენტარი ვთხოვე:
– ამის შესახებ ჩემმა ახლობელმა, ქალბატონმა ეკა მარშანიამ მითხრა. მას სამთავროს მონასტერში 30-მდე უნარშეზღუდული ბავშვი თავიანთ მშობლებთან ერთად მოსალოცად ყავდა წაყვანილი. ტაძრის კართან დედებს უთქვამთ, ტაძარში რომ შემოხვალთ, მამა გაბრიელის ახალ სასწაულს ნახავთო. მეორე დღეს, 22 ოქტომბერს მივედი სამთავროში.
იმ ადგილას, სადაც ადრე იდგა მამა გაბრიელის ნეშტი, ახლად დასხმულ ბეტონზე გამოისახა მამა გაბრიელის სილუეტი დამჯდარ მდგომარეობაში, ბერის შესამოსელში. ვისაც მამა გაბრიელთან გვქონდა ურთიერთობა, ხშირად გვინახავს მამა გაბრიელი იმ ადგილას დაბალ სკამზე მჯდარი. აი ეს გამოსახულება ვნახე ახლა.
რამდენიმე მონაზონმა სიხარულით მითხრა, დღეს უწმინდესი იყო ჩამობრძანებული და თქვა, მართლაც დიდი სასწაულიაო და იქ წარწერებსაც ვხედავო. რაღაც გამოსახულებები მართლაც არის, მაგრამ ახლა ბევრი ჩვენთაგანი ვერ გებულობს. გასაკვირი არ არის, რომ უწმინდესი ხედავდეს და თუ საჭიროდ ჩათვლის, ალბათ ამასაც გავიგებთ.

-როგორ უნდა მოეწყოს მამა გაბრიელის საბოლოო დასაბრძანებელი?
-ძალიან საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტილებაა, თუ როგორ გაკეთდეს მამა გაბრიელის საბოლოო დასაბრძანებელი, ლუსკუმა. საბოლოო სახით, რაც მე ვნახე, ნახატები არაჩეულებრივია და დიდებული. როცა მოწესრიგდება მამა გაბრიელის საბოლოო დასაბრძანებელი, მოსალოცად მისულ ხალხს შეეძლება დაიჩოქონ და ისე მიეახლონ.
უფრო გამოსაჩენადაც იქნება. რადგან ხალხის მოთხოვნაა, შესაძლებელია ჩაუქრობელი კანდელიც იყოს, ვფიქრობ რომ ეს შესაძლებელია.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..
სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი / კარიბჭე