ფეხბურთელი ხვშიჩა კვარაცხელიამ ბოლო დროს დაუღალავი შრომისა და ნიჭის შედეგად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველოსა და მსოფლიო ფეხბურთში.
ის დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გახილვის თემაა. როგორც წესი ამ დროს მის შესახებ ხალხი ძალიან ინტერესდება.
გთავაზობთ ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც ის მის საცოლეზე ნიცა თავაძეზე საუბრობს.
“ნიცა ჩემი მეგობრის მხრიდან გავიცანი და უკვე 1 წელია ვიცნობ.
უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ. ფეხბურთელის მეუღლეებმა ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ დაურეკონ ან მისწერონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან მათ აქვთ ვარჯიშები და თამაშები.
ჩემმა შეყვარებულმა ეს კარგად იცის და ყველაფერი გააზრებული აქვს. მშობლები უკვე გავაცანი, მაგრამ ხელი ჯერ არ მითხოვია.
ამჟამად ნიცა სამედიცინოზე სწავლობს, ძალიან დაკავებულია, მასაც დრო თითქმის არ აქვს” – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთ ინტერვიუში..
შეგახსენებთ, რომ ხვიჩ 2012 წლიდან თამაშობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში. კვარაცხელიამ კარიერა 2017 წელს, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. ერთი წლის შემდეგ „რუსთავში“ გადავიდა.
მოსკოვის „ლოკომოტივი“
2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის „ანჟის“ წინააღმდეგ შედგა. ის მოედანზე 86-ე წუთზე გამოვიდა, ჯეფერსონ ფარფანის ნაცვლად.
2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიამ დატოვა „ლოკომოტივი“. მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელმა იური სიომინმა კი განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და „რუსთავისგან“ არ გამოსყიდვის გამო.
- სანაკრებო კარიერა
მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. კვარაცხელიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც კვარაცხელიამ 2019 წელს ნაკრებში ჩაატარა.
2020 წლის 14 ოქტომბერს, მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ნაკრების მაისურით, ერთა ლიგაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.
2021 წლის 28 მარტს გაიტანა ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა ანგარიშით 1–2 დასრულდა. 2021 წლის 31 მარტს გაიტანა საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.
შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. 2020 წელს კვარაცხელიამ ეროვნულ ნაკრებში 4 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
2021 წელს კვარაცხელიამ ნაკრებში სამი შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა. 2021 წლის 28 მარტს მან ესპანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გაუტანა, ხოლო სამ დღეში 31 მარტს საბერძნეთის ნაკრებთან გოლის გატანაც მოახერხა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..