სამების საკათედრო ტაძარში ვიდექი, მარიამ ღვთისმშობლის ხატთან. უფალს ვევედრებოდი შვილის გადარჩენას, მინდოდა ჩემი შვილი გამოჯანმრთელებულიყო, მინდოდა ჩემთან დარჩენილიყო.
ჩემი შვილი რომელსაც სიმსივნე დაუდგინეს დღითიდღე უფრო და უფრო მძიმდებოდა.
ბოლოს ვეღარც დადიოდა და საშინელი ტკივილები სტანჯავდა. მისი გაუთავებელი კვნესა სულში ატანდა, გიჟს დავემსგავსე, არცერთ დედას არ ვუსურვებ მომაკვდავი შვილის ყურებას და იმ ტკივილის განცდას რაც მე გამოვიარე.
ქიმიამ შედეგი არ გამოიღო. ჩემს 16 წლის ნატას თითქმის ყველა იმედი გადაუწურეს, მაგრამ სიცოცხლე უნდოდა, ამას მის თვალებში ვკითხულობდი.
უკვე 1 წელზე მეტია რაც ექიმებთან დავდივარ და ყველა ერთსა და იმავეს მეუბნება – შენს შვილს არაფერი ეშველება და დროა ამას შეეგუოო – ვიდექი და ვევედრებოდი, სიმწრის ცრემლები დამდიოდა ლოყებზე.
არვიცოდი უფალი თუ შეისმენდა ჩემს ვედრებას, მაგრამ იმედი მქონდა არ გამიმეტებდა. და იცით რა მოხდა? ზუსტად აღდგომის დღეს უფალმა ჩემი შეისმინა.
აღდომის დღე დადგა თუ არა, ნატას ტკივილები გაუქრა, გუშინ კი, როდესაც ექიმთან ვიყავით, ექიმი გაოგნებული იყო, სიმსივნე სრულიად გამქრალა.
ნეტა გენახათ ნატას ცრემლიანი თვალები როდესაც ეს გაიგო, როდესაც გაიგონა რომ იცოცხლებდა, როდესაც მიხვდა რომ მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვს.
დიდება უფალს, ცხოვრებაში პირველად ვთხოვე უფალს დახმარება და მან ჩემი შეისმინა. მან მე შვილი დამიბრუნა.
გთხოვთ გააზიარეთ სტატია..