„ქვეყნიდან ათასობით გაქცეული მოქალაქე, შედეგია იმ მცდარი პოლიტიკისა, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ მთავრობები“ – წერს უცხოეთიდან დაბრუნებული ემიგრანტი.
„უდიდესი უფსკრული აღმოჩნდა ჩემსა და ჩემს ქვეყანას შორის“ ამბობს ის ვრცელ წერილში და საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებას არ ურჩევს.
იმედგაცრუებული ქალბატონის წერილი უცხოეთში მყოფ ემიგრანტებს
„ვიცი ამ განცხადებას ვაი-ვიში მოჰყვება, მაგრამ უნდა ვთქვა. ასეთი იმედგაცრუება, რაც ჩემი სამშობლოში დაბრუნებას მოჰყვა არასოდეს მქონია! ჩვენი მთავრობის წევრების განცხადებებს ისე ვაკვირდები, როგორც საინტერესო აღმოჩენებს, რაც აღარც კი მამხიარულებს.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და მისმა კოლეგებმა ალბათ არ იციან და ვეცდები შევახსენო, რომ ჯერ კიდევ 1944 წელს “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის” მიერ დადგინდა, რომ “შრომა არ არის საგანი”.
ეს არის ადამიანის ღირსების საგანი, სადაც მას შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი, მიიღოს სიამოვნება და არ იმუშაოს მხოლოდ გადარჩენისთვის. მას შემდეგ 72 წელი გავიდა.
თუმცა ჩვენი მთავრობის წევრებმა არ იციან, რომ 21-ე საუკუნეში, ადამიანს, მხოლოდ ლუკმა-პურის საშოვნელად არ ჭირდება შრომა. არსებობს უამრავი სხვა ასპექტი, რათა ადამიანმა, არა ცხოველად, არამედ სამყაროს სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი. სამწუხაროდ, ეს დღესაც კი, საქართველოს არ ეხება.
ქვეყნიდან ათასობით გაქცეული მოქალაქე, შედეგია იმ მცდარი პოლიტიკისა, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ მთავრობები. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც, მადლობას თუ არ ეტყვით ემიგრანტებს, ის მაინც უთხრათ – ვეცდებით შევქმნათ ღირსეული პირობები, რომ გიღირდეთ აქ დაბრუნება!
ყოველ მეორე დანამატყლაპია მინისტრს, რატომ უნდა გეკეროთ პირზე: “ყველაფრის გამო ხელს არ უნდა იშვერდეთ ხელისუფლებისკენო”… ამ ყველაფერში რას გულისხმობთ?!ნებისმიერი განათლებული და პროფესიონალი ადამიანი დაკარგულია ამ ქვეყანაში, რადგან სისტემას არ ქმნით, რაზეც უნდა იდგეს სახელმწიფო.
როგორ ფიქრობთ ემიგრანტები ვერ ხედავენ, როგორ არის მოწყობილი ე.წ. განვითარებული ქვეყნები? სწორედ, რომ ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შრომის პირობები, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ადამიანის უფლებები…
ჩვენთან კი წლებია ხალხი ალალბედზე ცხოვრობს.
შრომა არ არის სირცხვილი. იყო იაფფასიანი და უმეცარი, არის სირცხვილი. ჩვენს ქვეყანას ღუპავს არაკომპეტენტურობა და საქმის გულგრილი დამოკიდებულება. ხელისუფალნო, ჯერ უნდა იცოდეთ სახელმწიფო რაზე დგას და მერე ხელმძღვანელობდეთ მას.
იცით რამდენი ემიგრანტია სხვადასხვა ქვეყანაში, რომელმაც თავისი პატიოსნებით მიაღწიეს ყველაფერს? (აქცენტი, რომ მხოლოდ ცუდზე კეთდება, რამდენჯერაც ამ თემას ახსენებთ ეს შეცდომაა).
ბევრმა პროფესიული განათლება და კარგი გამოცდილებაც მიიღო, კარგ ადგილებში მუშაობენ და მაინც, ვერ რისკავენ სამშობლოში დაბრუნებას. ზუსტად იმ პოლიტიკის გამო, რაც წლებია ჩვენს ქვეყანას ანგრევს. ერთადერთი, მგონი, მე ვიყავი ჩემი სამშობლოს სასარგებლოდ, რომ გავაკეთე არჩევანი.
ვინც ჩემს ბლოგს წაიკითხავს, მოკლედ გეტყვით, რომ 16 წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი პუბლიკაცია დაიბეჭდა. აბსულუტურად უპატრონოდ მივაღწიე ყველაფერს. წლების განმავლობაში მქონდა უწყვეტი სტაჟი ჩემს პროფესიაში.
რამდენიმე წლის წინ წავედი საზღვარგარეთ. ლეგალურად ვიცხოვრე, ვისწავლე და ბოლო 2 წელი ვიმუშავე პრესტიჟულ სახელმწიფო ოფისებში. მივიღე უდიდესი გამოცდილება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ბოლოს ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება და დავბრუნდი.
7 თვეა მშია! უდიდესი უფსკრული აღმოჩნდა ჩემსა და ჩემს ქვეყანას შორის. ქვეყანა, რომელიც ბოლომდე წირავს საკუთარ მოქალაქეებს. ამ ქვეყანაში ჩვენ მხოლოდ ვისწავლეთ, როგორ გავიტანოთ თავი, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ.
ზოგიერთივით, ვინმე “კეთილისმსურველს”, რომ არ ეთქვა “არ კადრულობო”, საზღვარგარეთ ცხოვრობდი და მუშაობდი და თავში
ხომ არ აგივარდაო, მაღაზიის ასისტენტად და დამლაგებლადაც კი შევიტანე განაცხადი არაერთხელ… მინდოდა მაგალითი მიმეცა ბევრისთვის.
ის რაც უცხოეთში არ დამჭირვებია, ვეცადე გამეკეთებინა აქ, მაგრამ ან სრული იგნორი იყო, ან პირდაპირ მეუბნებიან ნაცნობი გჭირდებაო. ეს არის ძალიან მოკლედ, მცირე დეტალები რაც ბოლო დროს გადამხდა.
თუმცა მე ჩვენს ემიგრანტებზე ვლაპარაკობ და ყელში ბურთი მეჩხირება ამას, რომ ვბედავ გითხრათ: ვინც წლებია წასულები ხართ და არ იცით რა ხდება აქ: არ დაბრუნდეთ ემიგრანტებო! თქვენს ქვეყანას უბრალოდ არ სჭირდებით. ხალხი არავის აინტერესებს. მთავარია ვინ მოირგებს სკამებს.
გულწრფელად მტკივა ჩემი ხალხი და განსაკუთრებით ის ემიგრანტები, რომლებიც არალეგალად მუშაობენ საზღვარგარეთ. უდიდეს სითბოს გიგზავნით აქედან“.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზაირეთ თქვენი აზრი კომენტარებში..