ანდობთ თუ არა თქვენს მეორე ნახევარს ქორწილის დამოუკიდებლად დაგეგმვას ? ყველას სურს, საკუთარი ქორწილი დაუვიწყარი იყოს, თუმცა, ზოჯერ წვეულება სტუმრებისთვის შოკისმომგვრელი სანახაობა ხდება.
სწორედ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა მამაკაცი, რომელსაც სურდა, საკუთარი ქორწილი ყველასთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
ბილიმ 50 ღორის შესაძენად 14 ათასი დოლარი გადაიხადა, რათა ცხოველები საპატარძლოს საკურთხეველთან გაჰყოლოდნენ.
მომავალი ცოლი ღორების დანახვამ საშინლად აღაშფოთა.
საკუთარ ქორწილში ყველა ბედნიერია, თუმცა, ამას ვერავინ იტყოდა 23 წლის სტეფზე. მამაკაცმა გადაწყვიტა, თემატური ქორწილი ღორების ფერმაში მოეწყო, სადაც ცხოველები ტალახში ნებივრობდნენ.
ფაქტმა არამარტო სტეფი, არამედ მომავალი სიდედრიც გააღიზიანა.
სტეფი ყოველთვის ოცნებობდა სოფლის ტრადიციულ ქორწილზე, მაგრამ ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ საკურთხეველთან მისასვლელად ტალახის გავლა
ღორების თანხლებით მოუწევდა.
გოგონას დედა ძალიან გაბრაზებული იყო, როდესაც შვილი ღორების გარემოცვაში იხილა.
ბილიც თავს უხერხულად გრძნობდა, როცა საყვარელი ადამიანისა და სტუმრების უკმაყოფილო გამომეტყველებას ხედავდა.
საბოლოოდ, ქორწილი შედგა, გოგონამ საქმროს შრომა დააფასა, მაგრამ მსოფლიო რეკორდი არ გამოვიდა. მთავარია, რომ ეს უჩვეულო წვეულება ყველა სტუმარსა და თავად პატარძალს არასოდეს დაავიწყდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..