ცოტა ხნის წინ შუა ხნის ანონიმმა მამაკაცმა საინტერესო და დასაფიქრებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მე და ჩემი მეუღლე 35 წელი ვცხოვრობდით ერთად. ბევრი ცუდი თუ კარგი გადამიტანია მასთან ერთად. მშვენიერი ქალ-ვაჟი გვყავს. მათ ახლა ძალიან კარგი სამსახური აქვთ და მყარი ოჯახები ყავთ – ეს ყველაფერი ჩემი ცოლის დამსახურებაა, ბევრი იზრუნა ამისთვის.
პენსიაზე რომ გავედით, გადავწყვიტეთ, ჩვენი დანაზოგი ბიზნესში ჩაგვედო. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ძალიან დიდი მოგება მოგვიტანა, სიხარულისგან ლამის გული გამისკდა, ამდენი ფული ერთად ცხოვრებაში არ მინახავს.
სულ ცოტა ხანში „მილიარდერთა კლუბის“ წევრი გავხდი და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. შემდეგ მომეჩვენა, რომ ის ერთადერთი ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით მედგა და ჭირსა და ლხინსაც ჩემთან ერთად იზიარებდა, ჩემთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
სხვა, უფრო პრესტიჟულ რაიონში გადავედით საცხოვრებლად, ავტომობილებიც გამოვცვალეთ და ძალიან ძვირიანები შევიძინეთ. სხვადასხვა შეხვედრებსა და დახურულ ივენთებზე მიწვევდნენ.
ჩემს გარშემო ახალგაზრდა, კარგი ტან-ფეხის ლამაზი გოგონები ტრიალებდნენ. ჩემს „ახალ მდიდარ“ მეგობრებსაც ძალიან ახალგაზრდა ქალები უმშვენებდნენ გვერდს.
უამრავი ახალგაზრდა გოგონა ისეთ სიტყვებს მეუბნებოდნენ, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. თავი მსოფლიოს მბრძანებელი მეგონა და ფულს უაზროდ ვახარჯავდი მათ. შემდეგ შევხვდი დოლის. ახალგაზრდა და ძალიან სექსუალური იყო. თავიდან თვალს არ მაშორებდა. ეტყობოდა, რომ ჩემს გამო ყველაფერზე წამოვიდოდა.
…და მეც „შემიყვარდა“, თუმცა მას თავისი მოთხოვნები ჰქონდა, პირველ რიგში ცოლად უნდა შემერთო. ერთხელ მასთან სახლში ვიყავი ვახშამზე მიწვეული, სადაც დოლის დედა გავიცანი.
ამ ქალმა მითხრა, რომ შვილის ბედნიერება უნდოდა მხოლოდ და დედა-შვილმა სამი თვე მომცა, რომ ცოლთან მომეგვარებინა ეს „პრობლემა“, წინააღმდეგ შემთხვევაში დოლის ვეღარ ვნახავდი.
მე გავიაზრე, რომ მომიწევდა ყველაფერი ჩემი მეუღლისთვის ამეხსნა, მეუღლისთვის, რომლის დამსახურებაც იყო ჩემი წარმატება და სიმდიდრე. ამ ყველაფერს ასე მარტივად ვერ ვეტყოდი, ამიტომ შევიმუშავე გეგმა: ძალიან უმნიშვნელო დეტალებზე ვიწყებდი მასთან ჩხუბს, რამაც ბოლოს სისტემატიური ხასიათი მიიღო.
გაუთავებელმა ყვირილმა და წაკიდებამ მისი თავი შემაძულა კიდეც. ერთ დღესაც შევკრიბე ჩემი შვილები და დავაყენე „რეალობის“ წინ, თუ რა რთული იყო მათი დედის ატანა. მთავარ მიზეზებად კი მომატებული წონა და რწმენის მიმართ ფანატიკური დამოკიდებულება დავასახელე.
ჩემი მეუღლე ჩუმად ისმენდა ჩემს ბრალდებებს, შემდეგ წამოდგა და მითხრა: „ვიცი რაშიც არის საქმე – შენ შეგიძლია იმ ქერა გოგოსთან დარჩე და გააგრძელო ცხოვრება, ვის გამოც ასე დამამცირე“. ამის შემდეგ ჩაალაგა ტანსაცმელი და წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახლში უამრავი ნივთი მას ეკუთვნოდა, არაფერი წაუღია თან.
ჩემი და დოლის თაფლობისთვე ორ თვეს გაგრძელდა და ამ ხნის მანძილზე ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი.. თუმცა, ახლა ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ჩემი ახალი მეუღლე ძალიან უგულო, უმეცარი და უზრდელი აღმოჩნდა.
ძალიან ბევრ ფულს მართმევს, სექსიც აღარ გვაქვს. უკვე ერექციასთან დაკავშირებული პრობლემებიც დამეწყო. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საყვარელი ჰყავს. ამაზე საუბარი არავისთან შემიძლია, ჩემი შვილების წინაშე ისეთი ტყულები ვთქვი, რომ მათთვის თვალებში ჩახედვისაც მრცხვენია. ჩემი მეუღლე მენატრება, მისი სითბო და მზრუნველობა მაკლია.
დოლიმ შვილი გამიჩინა, თუმცა იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ პატარა მართლა ჩემი შვილია. ამის გამო ბავშვთან ურთიერთობაც დიდად არ გამომდის და არც მინდა. ჩემი უფროსი შვილები დისტანციას იჭერენ ჩემგან.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის ძალიან კარგად არის. ეტყობა, რომ უჩემოდ კარგად გრძნობს თავს, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
თავად დოლიც წინააღმდეგია, რომ შვილებს ვეკონტაქტო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ციხეში. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ამის აღიარების მეშინია ვინმესთან. ძალიან ვიტანჯები, მაგრამ ვცდილობ, არავისთან შევიმჩნიო. კიდევ ბევრი დეტალია, რასაც ამ წერილშიც ვერ ვწერ.
მთელი უბედურება ისაა, რომ ცხოველური სურვილების დაკმაყოფილებაც არარ შემიძლია. არც ვიაგრა მშველის. ვატყობ, რომ ჩემი ორგანიზმი ზედმეტად ბებერია ამისთვის. სიცოცხლეს მივცემდი, რომ დრო უკან დაბრუნდეს და ყველაფრის გამოწორება შემეძლოს.
ახლა ვხვდები, რა ბედნიერებაა იმ ადამიანთან ერთად დაბერება და სიცოცხლის უკანასკნელი წლების გატარება, ვისთან ერთადაც მთელი ახალგაზრდობა გაატარე.
ჯერ კიდევ არ ვკარგავ იმედს, რომ დამიბრუნდება. ხშირად ვუგზავნი საჩუქრებს და ისევ უკან მიბრუნებს. მომწერა, რომ ყველაფერი უკვე მაპატია, თუმცა ჩემთან ერთად ცხოვრება აღარ სურს“.
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია