• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 3, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა მიზეზით ჰყავდა დედას საკუთარი ქალიშვილი 9 წელი ჩაკეტილი

by inew
25 August 2022
in საზოგადოება
0
რა მიზეზით ჰყავდა დედას საკუთარი ქალიშვილი 9 წელი ჩაკეტილი
0
SHARES
420
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მაშა ზუსტად ცხრა წელი იყო გამოკეტილი სახლში – ახლა სარეაბილიტაციო ცენტრშია და მასზე ფსიქოლოგები ზრუნავენ. ამ დროის განმავლობაში გოგონა არასდროს გამოსულა ქუჩაში, არ ყოფილა სკოლაში და მიღებაზე ექიმთან, დედის გარდა არავისთან არ ჰქონია ურთიერთობა.

რასაკვირველია, მეზობლებმა იცოდნენ მისი არსებობის შესახებ. სულ პაწაწინას დედა ხანდახან ეზოში ასეირნებდა. მაგრამ როგორც კი ბავშვი შვიდი წლის გახდა, დაიკარგა.

სად წავიდა ბავშვი? მეზობლები ეკითხებოდნენ 47 წლის ქალს. ზოგს პასუხობდა, რომ ინტერნატში ჩააბარა, სხვებს – რომ ბებიასთან გაგზავნა სოფელში. თუმცა ერთი სართულით დაბლა მცხოვრები მეზობელი ჰყვებოდა, რომ ხანდახან ბავშვის ტირილი ესმოდა. რატომ არ რეაგირებდა? – მერე რა, ბავშვი ტირის. ამის გამო მილიციაში უნდა დამერეკა? – ამბობს ქალი.

გაუჩინარებიდან ცხრა წლის შემდეგ დაიწყეს ბავშვის ძებნა, ოღონდ არა სოციალურმა სამსახურმა, არც სკოლამ, სადაც ის აღრიცხული იყო და არასოდეს არ მისულა, არამედ საცხოვრებელი სახლის ამხანაგობის თავმჯდომარემ.

– ორი წლის წინ გოგონას 14 წელი შეუსრულდა. ის საცხოვრებლის მობინადრეა და პასპორტის გაფორმება იყო საჭირო. არადა, კარს არავინ გვიღებდა. მიმართვა გავგზავნეთ საკრებულოში, თიმცა პასუხს თითქმის ორი წელი ველოდით და არავინ გვიპასუხა. მერე უკვე მილიციას მივმართეთ, – ამბობენ ამხანაგობის წევრები.

სამართალდამცველებმა ნამდვილი სპეცოპერაცია ჩაატარეს. ნატალიამ, ბავშვის დედამ, მათაც არ გაუღო კარი. მილიციელები სახლთან ჩაუსაფრდნენ. ერთი კვირა ელოდნენ, რომ სახლის მეპატრონე ქუჩაში გამოსულიყო. ქუჩაშივე აიყვანეს, მასთან ერთად შევიდნენ ბინაში და გოგონაც ნახეს. ცოცხალი, ოღონდ ძალიან სუსტი.

ბინაში ჭუჭყი იყო, ავეჯი არ იდგა და ლეიბები იატაკზე იყო გაშლილი. როცა მაშა გარეთ გამოიყვანეს, ლიფტის ისე შეეშინდა, ერთ-ერთ სამართალდამცველს აეკრა.

დედამ უარი თქვა განმარტებაზე, რატომ ჩაკეტა ბავშვი სახლში. მხოლოდ ის თქვა, რომ თავად ბავშვს მეტს მისცემდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულება. აღმოჩმდა, რომ მაშამ წერა-კითხვა იცოდა, თუმცა სარეაბილიტაციო ცენტრის პედაგოგთა თქმით, მისი განვითარების დონე 10 წლის ბავშვისას შეესაბამება.

რა მოხდა? ძიების თანამხად, დედა – ნატალია, არც ლოთია, არც ნარკომანი, არც სექტანტი. ბოლო დროს არსად არ მუშაობდა. სახლი, რომელშიც ბავშვს მალავდა, ელიტურ უბანშია და კორპუსიც ასეთივე სტატუსს ატარებს. ეს ბინა მამამ აჩუქა.

ნატალია მაშინ რომელიღაც ფირმაში ბუღალტრად მუშაობდა, ორი უმაღლესი განათლება ჰქონდა. სასიამოვნო მოსაუბრე იყო – ასე იხსენებენ ნაცნობები. როგორც ამბობდნენ, შვილი ცოლიანი ბიზნესმენისგან გააჩინა.

პირველი ხუთი წელი კაცი ძალიან ეხმარებოდა, მერე კი ყველაფერი შეიცვალა. ბიზნესმენი ავარიაში მოყვა. მისი ოპერაციის ფული რომ მოეგროვებინა, ნატალიამ დედის ნაჩუქარი სამოთახიანი ბინა გაყიდა. მიჯნური კი გამოჯანმრთელდა და ცოლიც მიატოვა და შვილიანი საყვარელიც.

ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონაზე იქორწინა და უცხოეთში წავიდა.

სწორედ ეს იყო ნატალიას გარდასახვის მიზეზი. სამსახურიდან წავიდა, შეწყვიტა ხალხთან ურთიერთობა, არავის არ ესალმებოდა და თითქოს ერთბაშად დაბერდა კიდეც.. შვილი კი ციხეში გამოკეტა..

სასამართლო შედგა და ქალს მშობლის უფლებები შეუზღუდეს. თუ უახლოეს ნახევარ წელიწადში სამსახურს არ იპოვის და ბინას არ შეარემონტებს, გოგონას თავშესაფარში ჩააბარებენ, სრულწლოვანების მერე კი – ორ წელიწადში 18-ის ხდება, თავად მოუვლის თავის თავს.

როგორც სოციალური ცენტრის პედაგოგები ამბობენ, გოგონას ძალიან ენატრება დედა. და სახლი..

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ცოლიანი კაცის აღიარება, რომელიც ისევ პაემნებზე დადის

Next Post

„როდესაც უცხოპლანეტელებს შევხვდი მარტო არ ვიყავი, ვკითხე, როდისმე თუ გიცხოვრიათ დედამიწაზე-თქო…” – ცაგარელმა გამაოგნებელი ამბავი მოყვა და გაამხილა როგორ არის შესაძლებელი უცხოპლანეტელების ამოცნობა

Next Post
„როდესაც უცხოპლანეტელებს შევხვდი მარტო არ ვიყავი, ვკითხე, როდისმე თუ გიცხოვრიათ დედამიწაზე-თქო…” – ცაგარელმა გამაოგნებელი ამბავი მოყვა და გაამხილა როგორ არის შესაძლებელი უცხოპლანეტელების ამოცნობა

„როდესაც უცხოპლანეტელებს შევხვდი მარტო არ ვიყავი, ვკითხე, როდისმე თუ გიცხოვრიათ დედამიწაზე-თქო…” – ცაგარელმა გამაოგნებელი ამბავი მოყვა და გაამხილა როგორ არის შესაძლებელი უცხოპლანეტელების ამოცნობა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.