ის, რაც აქამდე ნამდვილად არ გეცოდინებოდათ.. ამ იაფი და ხელმისაწვდომი საგნით შეგიძლიათ, ბევრი საქმე გაიმარტივოთ:
ცხიმიანი ლაქა უკვალოდ გაქრება, თუ ცარცს წაუსვამთ და 10 წუთით ასე დატოვებთ. ამის შემდეგ, ნივთი ჩვეულებრივი წესით უნდა გარეცხოთ.
ისეთ დელიკატურ მასალაზე, როგორიც ნატია, უცნობი წარმომავლობის ცხიმის ლაქა შეგიძლიათ, ცარცის დახმარებით ამოიყვანოთ. წაუსვით დალაქავებულ ადგილს ცარცი და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ლაქის კვალიც აღარ დაგხვდებათ.
სანამ პერანგს გარეცხავთ, საყელოზე ცარცი წაუსვით. ეს დეტალი ყველაზე მეტად ჭუჭყიანდება, ცარცი კი მას სიქათქათეს დაუბრუნებს.
თუ ჭუჭყიანი თეთრეულით სავსე კალათში ცარცის პატარა ნატეხს მოათავსებთ, ის ყველა ზედმეტ სუნსა და სინესტეს შეიწოვს. მნიშვნელოვანია, რომ კალათში ცარცი თვეში ერთხელ შეცვალოთ.
ჭიანჭველები დასანახად ვერ იტანენ ცარცით შემოხაზულ ადგილებს. წაუსვით ცარცი პრობლემურ ადგილებზე და დაივიწყეთ ჭიანჭველების არსებობა.
მოათავსეთ ცარცის ნატეხი სუფრის მოწყობილობების შესანახ სამზარეულოს უჯრაში. ცარცი ვერცხლსა და მელქიორს სინესტისგან დაიცავს, ამით კი თქვენი დანა-ჩანგალი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს ბზინვარებას.
ზოგჯერ გასაღები ბუდეში იჭედება და მისი გადატრიალება გიჭირთ. ასეთ დროს, გასაღებს ცარცი წაუსვით და კიდევ სცადეთ. ცარცი ზედმეტ სინესტეს შეიწოვს და საკეტი კვლავ გამართულად იმუშავებს.
ცარცი რკინის ნივთებს დაჟანგვისგან იცავს. ამიტომ მოათავსეთ ცარცის ნატეხი ინსტრუმენტების ყუთში და დაივიწყეთ ჟანგის არსებობის შესახებ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..