“სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფეისბუქ – მომხმარებელი შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
გუშინ სახლში მივდიოდი და “ნახალოვკაში” ერთი წყვილის ჩხუბს შევესწარი. გოგო ტიროდა და ზლუქუნით ეუბნებოდა : რა გინდა უჭირს და არ დავეხმარო დედაჩემს? შენ რომ გეხმარები და გარჩენ მაშინ არ გეცოდები ხომ?
ამაზე ბიჭი მარტო ჩუდამ იყავიო აწყნარებდა. გოგო უფრო ზლუქუნებდა და ხმამაღლა აგრძელებდა რომ მირტყამ არც მაშინ გეცოდები ხომ?
– ჩუმად მეთქი გოგო! უთხრა და მკლავში მაგრად მოუჭირა ხელი. წავედი ამ წყვილისკენ.
არც ის ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან მექნა, მაგრამ წავედი სწრაფი ნაბიჯებით მათკენ და მიახლოებული არ ვიყავი წესიერად უკვე ამ გოგომ მოკიდა ამ ბიჭს ხელი და სასწრაფოდ გამეცალა იქედან თავის ნაბიჭვართან ერთად.
ახლა რაღაც ბლოგს ვკითხულობდი ძალადობაზე და ამაზე გამახსენდა ეს ამბავი.
უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ასეთ ნაბიჭვარებს ხელს აფარებენ ქალები, რცხვენიათ, ვერ ტოვებენ, ითმენენ უსასრულოდ და ამის ატანას სიძლიერედ რაცხავენ.
ზოგჯერ ატანაზე მეტი ძალა თქმას სჭირდება. კარის გახურვას ზოგჯერ მეტი ძალა უნდა ვიდრე შეჩვეული ჭირის უსასრულო ატანას.
ხოდა იყავით ძლიერები და ნუ იქნებით ისეთი პირუტყვების გვერდით ვისაც ეტყვით “რომ მირტყამ მაშინ არ გეცოდები?! ” .
სახე ვერ გავარჩიე, ბნელოდა, მაგრამ იმ გოგოს ხმა და ეს ფრაზა ყურებში ჩამრჩა”..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია