ვისაც ლოთი კაცის ცოლობა არ გამოუცდია, ის ვერ გაიგებს ჩემს გასაჭირს. გამოუფხიზლებელი ქმარი მტერს ჰყავდეს. გია დილით რომ ადგებოდა, ერთ ჩაის ჭიქა არაყს გადაჰკრავდა – ეს აზრზე რომ მოვიდე, იმისთვისო.
მერე წავიდოდა და გვიან ღამით ისეთი მთვრალი ბრუნდებოდა, ძლივს აგნებდა სახლის კარს. ასე მეორდებოდა ყოველდღე. თანაც, ზოგიერთ კაცს მშვენიერი სიმთვრალე აქვს: მოვა სახლში, დაწვება და დაიძინებს.
ეს კიდევ, ლაპარაკისა და ჭკუის დარიგების მეტს არაფერს აკეთებს. კარგი დედის შვილი ვიყავი და რამეში არ დავთანხმებოდი. იწყებოდა აყალმაყალი და ჩხუბი, ჭურჭლის მტვრევა და დედის გინება… ბავშვებიც შეშინებული ელოდნენ ხოლმე მის გა-მოჩენას.
ჩემს ადგილზე სხვა ქალი ერთ წელსაც ვერ გაუძლებდა, მე კი მთე-ლი 6 წელი ვითმენდი მისგან დამცირებასა და შეურაცხყოფას. ერთ მშვენიერ დღეს კი გავიგე, საყვარელი ჰყავსო. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც.
ვიფიქრე, იქნებ ახლა მაინც შევძლო და მისგან თავი დავაღწიო-მეთქი. თან ძალიან გამიკვირდა და ინტერესით ვკვდებოდი – მინდოდა გამეგო, ვინ იყო ის ქალი, რომელიც მასთან ურთიერთობას დათანხმდა.
რაც ის დალოცვილი გა-მოჩნდა მის ცხოვრებაში, ცოტა ამოვისუნთქე. შინ მოსული აღარ ჩხუბობდა, ღიღინით დადიოდა… მეც მეტი რა მინდოდა? მივუშვი ბოლომდე. არც რეალურად ვეჭვიანობდი და არც მოჩვენებით დამიდგამს სცენები.
სრულ თავისუფლე-ბას ვაძლევდი და გაშალა ფრთები. ასეთ ყოფაში კიდევ 2 წელი გავიდა. ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც ნამდვილად შემიყვარდა და ვინც სითბო მაგრძნობინა.
არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი მასთან ურთიერთობას. ასე გამოგვივიდა სიყვარულის “ოთხკუთხედი”… შარშან კი ჩემმა კავალერმა ხელი მთხოვა: შვილებიანად გადმოდი ჩემთან საცხოვრებლადო, – მითხრა.
იმავე საღამოს აუღელვებლად ვუთხარი ჩემს ქმარს, რომ ვთხოვდებოდი (სასტიკად კი მოვექეცი). რა თქმა უნდა, გაგიჟდა და სულ კორიდის ხარივით ატრიალა ჩასისხლიანებული თვალები, მაგრამ მე წარბიც არ შემტოკებია, მშვიდად ვაბარგებდი ნივთებს.
როცა ძალიან გაცხარდა და მივხვდი, შესაძლოა, ცემასაც არ მორიდებოდა, პატრულით შევაშინე. ისედაც პირობითი ჰქონდა და თითს თუ დამაკარებდა, იცოდა, ციხეში მიაბრძანებდნენ. ამიტომ ვერ გაბედა შემხებოდა.
იმ ღამით მშვიდად დავიძინე (ბავშვები დედაჩემთან მყავდა უკვე გაშვებული) და მეორე დღეს სამუდამოდ წამოვედი იმ ჯოჯოხეთიდან. ჭირი იქა, ლხინი აქა. ასე იყო ჩემი ამბავი, რომლის მოყოლაც დიდი ხანია, მინდოდა და მოვახერხე კიდეც. კარგად.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია