• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 4, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დედაჩემი ისე გარდაიცვალა, 15 წელი ნანახი არ მყავდა, ფულს კი, რომელსაც ვუგზავნიდი…” – ემიგრანტის ემოციური წერილი

by inew
18 January 2023
in საზოგადოება
0
“დედაჩემი ისე გარდაიცვალა, 15 წელი ნანახი არ მყავდა, ფულს კი, რომელსაც ვუგზავნიდი…” – ემიგრანტის ემოციური წერილი
0
SHARES
13.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

– დე, ერთი წელი დამრჩა, საბუთს ავიღებ და ჩამოვალ. ხომ იცი, კარგად უნდა დამხვდე.

– კი, შვილო, კარგად დაგხვდები. აბა, კარმიდამოს ხომ არ გაგიპარტახებ, ყველაფერს მოვლილს დაგახვედრებ.

– დე, როგორ მენატრები! ხომ არაფერს იკლებ? მითხარი რა გჭირდება, ყველაფერს გამოგიგზავნი.

– არაფერი მინდა, დედი, ყველაფერი მაქვს შენი წყალობით. შვილი მეტს ვეღარ აგრძელებს, ყელში ბურთი ეჩხირება და დედას სწრაფად ეუბნება:

– დე, მეძახიან, ხვალ ისევ დაგირეკავ. გკოცნი, დედი.

– დედა გენაცვალოს, ― ლუღლუღებს 85 წლის მოხუცი და ტელეფონს მისუსტებული ხელებით გულში იხუტებს…

შვილი ჰპირდებოდა, რომ ჩამოვა და ვერ ჩამოდიოდა. ადრე უმალავდა, რომ უცხოეთში ხშირად არ მუშაობდა, ზოგჯერ შიმშილობდა, რომ დედისთვის ფული მოეგროვებინა და გამოეგზავნა.

ბოლოს საქმეები კარგად აეწყო. დიდძალი ფული იშოვა. ყველას ეხმარებოდა. ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს…

შვილი მოხუცი დედისადმი მზრუნველობას არ იშურებდა. რომ იტყვიან, ჩიტის რძესაც არ აკლებდა მშობელს.

აღმოჩნდა, რომ დედას უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულიდან ერთი თეთრი არ ჰქონდა მოკლებული. მეზობლებთან უთქვამს, ჩემი შვილის წვალებით ნაშოვნი ფული როგორ დავხარჯოვო. თურმე, შაბათ-კვირას ბაზარში ატანდა გასაყიდად წამსვლელებს კვერცხს და ყველს.

დღე და ღამე მუხლჩაუხრელად შრომობდა, სხვანაირად არ შეეძლო. მთელი ცხოვრება ასე იცხოვრა.

ჩაგროვილ თანხას ცხვირსახოცში გამოჰკრავდა და ბალიშის ქვეშ მალავდა ხოლმე. როცა დაბრუნდება ჩემი ვაჟი, მისი ხასიათი ვიცი, არ დატოვებს ობოლს და ქვრივს პატივისცემის გარეშე, იმდენი ხარჯი ექნება, დასჭირდებაო.

დედა უეცრად, შვილის უნახავი გარდაიცვალა. შვილი დასაფლავებაზე ვერ ჩამოვიდა. თხუთმეტი წლის მონატრებული დედა გულში ვერ ჩაიკრა. აქამდე მოხუცის ხმით სულდგმულობდა. მობილურს დახედა და სიმწრით მოისმინა, ჯერ კიდევ წაუკითხავი, მშობლის ბოლო ხმოვანი შეტყობინებება:

– ექიმმა მითხრა, ასწლიანი ხარ, არაფერი აგტკივდებაო. შენ არ ინერვიულო, შვილო, მალე მოგცემენ საბუთს. მე ვერაფერი წამაქცევს. ხომ იცნობ დედაშენს.

რამდენი საქმეა ამ სახლში. იმხელა ეზო-კარი გვაქვს სავსე ყველაფრით. ახლა მხოლოდ შენი და შენი შვილების ჟრიამული მაკლია.

იცი?! წუხელ სიზმარში გნახე, ვითომ მოულოდნელად ჩამოხვედი და თავზე დამადექი მძინარეს… როცა გამოვიღვიძე, ოთახებში გეძებდი, ვერ გავერკვიე, ცხადი მეგონა.

ბელა ალანია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

აირჩიეთ მფარველი ანგელოზი და მიიღეთ შეტყობინება მისგან

Next Post

ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტუანული სასწაული, რომელიც 100 000 ადამინის თვალწინ მოხდა…

Next Post
ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტუანული სასწაული, რომელიც 100 000 ადამინის თვალწინ მოხდა…

ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტუანული სასწაული, რომელიც 100 000 ადამინის თვალწინ მოხდა…

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.