• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, July 3, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„იქნებ ჯობდეს ისევ მე გადავდგა შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი, მაგრამ მეშინია ამას უარესი არ მოყვეს“

by inew
27 December 2022
in საზოგადოება
0
„იქნებ ჯობდეს ისევ მე გადავდგა შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი, მაგრამ მეშინია ამას უარესი არ მოყვეს“
0
SHARES
828
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

“ბევრი ფიქრის შემდეგ მასთან გაშორება გადავწყვიტე. დამცირების და აგრესიის ატანა აღარ შემეძლო. როცა გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე, ძალიან გაუკვირდა, მთხოვა, არ გავცილებოდი, მაგრამ იმ დღესვე ჩაალაგა ტანსაცმელი და დედამისთან გადავიდა”

მსმენოდა, რომ ადამიან­ები გულს უფრო იოლად­ და ხშირად უშლიან უცხო­ებს, ვიდრე ახლობლებს, თუმცა არ მჯეროდა.

ამას წინათ, მატარებლით მგზავრობისას სიყვარულის სევდიანი ისტორია მოვისმინე სრულ­იად უცხო ქალისგან (ნათიად გამეცნო), რომელიც პატარა გოგონასთან ერთად მგზავრობდა.

– ერთმანეთს ხუთი წელიწადი ვხვდებოდით. ვშორდებოდით და ვრიგდებოდით.

სამჯერ მიმატოვა, მაგრამ მაინც დაბრუნდა. არ ვიცი, რატომ ვპატიობდი. სულ არ ვგავდით ერთმანეთს. საბოლოოდ მაინც დავქორწინდით. დიდხანს ვიყოყმანე, რაღაცის მეშინოდა, მაგრამ დამიყოლია. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თითქმის არ ვჩხუბობდით, ერთმანეთს პატივს ვცემდით, ერთმანეთისა გვესმოდა.

ერთ წელიწადში გოგო გვეყოლა. ორივე ძალიან ბედნიერი ვიყავით, თუმცაღა ევას დაბადების შემდეგ პრობლემებმა ნელ-ნელა თავი იჩინა.

საშინელი დეპრესია დამეწყო, თავს ცუდად ვგრძნობდი, არაფრის კეთება არ შემეძლო, ძალა გამომეცალა. ჩვილის მოვლაც გამიჭირდა. ევა სუსტი ბავშვი იყო და ხშირად ავადმყოფობდა. საკუთარი თავი აღარ მომწონდა, ორსულობამ და მშობიარობამ სხეული შემიცვალა.

თავიდან მეუღლე ძალიან გახარებული იყო, მაგრამ მერე ისიც შეიცვალა. ევას მოვლაში აღარ მონაწილეობდა, არც ოჯახურ საქმეებში მეხმარებოდა. მარტო საყვედურები მესმოდა, მუდმივად უკმაყოფილო იყო.

არ მოსწონდა, თუ რაიმე დაულაგებელი იყო, არც ჩემი მომზადებული კერძები. მშვიდი თანაცხოვრება ნელ-ნელა გაუთავებელმა ჩხუბმა შეცვალა. ვგრძნობდი, აღარ ვუყვარდი, აღარც პატივს მცემდა, მისთვის მარტო მოახლე ვიყავი. ბოლოს იქამდე მივედით, რომ მისგან შეურაცხყოფა და გინება ჩვეულებრივ ამბად იქცა.

ჯერ კიდევ დაქორწინებამდე ალკოჰოლს ეტანებოდა. ამის გამო არაერთხელ გვიჩხუბია. საბოლოოდ მივაღწიე იმას, რომ დალევას­ მოუკლო, ევას დაბადების შემდეგ კი ისევ დაიწყო.

ბევრი ფიქრის შემდეგ მასთან გაშორება გადავწყვიტე. შეურაცხყოფის, დამცირებისა და აგრესიის ატანა აღარ შემეძლო.

ერთი-ორჯერ ბრაზი ევაზეც იყარა. როცა გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე, ძალიან გაუკვირდა, მთხოვა, არ გავცილებოდი, მაგრამ იმ დღესვე ჩაალაგა ტანსაცმელი, ევას მოეფერა, მამიკო, მე მივდივარო, უთხრა და დედამისთან გადავიდა.

არაფერი გაუკეთებია ოჯახის შესანარჩუნებლად. ის კი არა, იმ თანხის დაბრუნება მომთხოვა, რომელიც ჩემი ბინის გასარემონტებლად მომცა, მეც შეურაცხყოფილმა გაზეთში გავუხვიე და მის მეგობარს გავატანე, მისი არაფერი მინდოდა, დანახვაც კი…

მალე ძალიან გამიჭირდა, იმის მიუხედავად, რომ კარგი სამსახური და შესაბამისად, კარგი ანაზღაურებაც მქონდა, ევას მუდმივად ექიმებთან ვიზიტმა წელში გამწყვიტა, ჩემი გოგონა კი გამოჯანმრთელდებოდა თუ არა, სუსტი იმუნიტეტის გამო მალევე ავად ხდებოდა.

ავდექი და ყოფილ ქმარს ოფიციალურად ალიმენტი მოვთხოვე, რაზეც უარი არ უთქვამს და ამით დამთავრდა ყველაფერი. მერე ხანგრძლივი მარტოობა იყო. თავიდან თავი უფრო ლაღად, კარგად ვიგრძენი, დროთა განმავლობაში კი მონატრება მომეძალა.

ზაფხულში სოციალურ ქსელში ვახო გავიცანი, პროფესიით მსახიობი. მაშინვე მოვიხიბლე მისი არტისტიზმით და ხალასი იუმორით. რამდენჯერმე გავისეირნეთ, ძირითადად, ბარში მეპატიჟებოდა.

უყვარდა სასმელი, მაგრამ არა ისე, როგორც ჩემს ყოფილს. კარგი ხმა ჰქონდა და გიტარაზეც არაჩვეულებრივად მღეროდა. ამ ყველაფერმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა.

გადიოდა დრო, სულ უფრო ხშირად ვხვდებოდით და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ვახოსთვის ერთადერთი და განუმეორებელი არ ვიყავი. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ვეჭვობ, ჩემ გარდა, სხვებიც ჰყავდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ვუთხარი, რასაც განვიცდიდი, გაეღიმა და მითხრა, ცოლიანი ვარო.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, არ ვიცი, ამდენი ხანი ამ ამბავს რატომ არ ამხელდა, ან ურთიერთობის ასე ოსტატურად დამალვას როგორ ახერხებდა. როგორც აღმოჩნდა, ვახოს ცოლად მდიდარი კაცის შვილი ჰყავდა.

თაკო ჭკვიანი, მაგრამ შეუხედავი გოგო იყო (ეს სხვებისგან შევიტყვე), ქმარი იმდენად უყვარდა, რომ ყველაფერს პატიობდა და ხელს აფარებდა. ვახო იმაშიც გამომიტყდა, რომ მეუღლეს ხშირად ღალატობდა, მაგრამ მასთან გაყრა არასდროს უფიქრია.

საგონებელში ჩავვარდი, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ასე პირდაპირ და გულახდილად მითხრა კაცმა ყველაფერი და ან თავზე ხელი უნდა ამეღო, საკუთარი თავის პატივისცემა დამევიწყებინა და ახალი სიყვარულის მორევში თავფეხიანად გადავშვებულიყავი, ან საკუთარი თავის სიყვარული უნდა ამერჩია და ვახოზე უარი მეთქვა.

მეორე ვარჩიე. როდესაც ვახომ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, თითქოს გული დასწყდა, მაგრამ დაშორებიდან სულ მალე შევიტყვე, რომ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ქალი გაიჩინა. ისევ მარტო ცხოვრება გავაგრძელე.

შვილზე გადავერთე, თუმცა, როცა ევას დავაძინებდი და მარტო ვრჩებოდი, მუდმივად წარსულს ვიხსენებდი – ხან ყოფილ ქმარზე, ხან კი ვახოზე ფიქრი ამეკვიატე­ბო­და. გულის სიღრმეში შეიძლება ველოდი კიდეც ვახოს დაბრუნებას.

ხშირი ავადმყოფობის გამო ექიმმა ევასთვის ჰაერის გამოცვლა მირჩია და ცოტა ხნით სურამში წავედით. სწორედ იქ ჩამოგვაკითხა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ. ძალიან გამიკვირდა, თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში მისგან არაფერი ისმოდა.

დამირეკა, მოგვიკითხა და როცა ვუთხარი, სადაც ვიყავით, ევასთვის საჩუქრებით დატვირთული ჩამოვიდა. მამა-შვილმა დიდხანს ითამაშეს და ისეირნეს. ჩემი მეუღლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უბედნიერესი იყო. გამომიტყდა, მეშინოდა, ვაითუ, ბავშვის ნახვის უფლება არ მომცესო.

მერე თბილისში დავბრუნდით­, მამა ხშირად აკითხავდა ევას და სასეირნოდ მიჰყავდა. ყოფილი მეუღლე საოცრად შეცვლილი მეჩვენებოდა. მუდმივად ფხიზელი მოდიოდა და პატივისცემით მელაპარაკებოდა. თითქოს ადამიანი გამოცვალეს. ყურადღებასა და სითბოს არც ერთს არ გვაკლებდა.

მამა-შვილის ურთიერთობა ძალიან მახარებდა, მაგრამ გულის სიღრმეში ტკივილს ვგრძნობდი. ხომ შეიძლებოდა ყველაფერი თავიდანვე ასე კარგად ყოფილიყო? რომ არ დავშორებოდით, ხომ არ იქნებოდა ვახო და არ იქნებოდა ეს აუტანელი მარტოობა? ძალიან მიჭირს ყოფილ ქმართან შეხვედრა, მაგრამ სხვა გზა არ არის, ევა ჯერ ძალიან პატარაა და მამა ძალიან უყვარს.

აღარავინ მინდა, არც ვახო და არც ვინმე სხვა. მუდმივი მარტოობა იქნება ჩემი თანამგზავრი. ვფიქრობ, ვიჩქარე, როცა გაყრა გადავწყვიტე. უნდა მომეთმინა, ნებისყოფა გამომეჩინა, შენარჩუნება უნდა მეცადა. ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებ.

დასანანია, რომ შერიგებას აღარ ცდილობს, ჩვენი ურთიერთობა ევათი ამოიწურება. საშინელმა დეპრესიამ დამრია ხელი..

არადა, დროდადრო თავს ვუტყდები, იქნებ მე გადავდგა შერიგებისკენ ნაბიჯი, იქნებ ისიც ამასვე ფიქრობს-მეთქი, მაგრამ მაინც არაფერს ვაკეთებ. ალბათ, იმიტომ, რომ მეშინია, არ დამცინოს, ასეთი რამ თავში როგორ მოგივიდაო. ამიტომ ისევ ლოდინს ვამჯობინებ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ნანა ჩარკვიანი / კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ქმარი სულ ეხვეწებოდა, დაბრუნდი, ყველა ხელს შეგიწყობსო, მაგრამ ამის გაგონება არ უნდოდა.. ვატყობდი რომ ქმარი არ უყვარდა..

Next Post

მამაკაცმა, რომელმაც მაშინვე მიმატოვე, როგორც კი ჩემი ორსულობის შესახებ გაიგო, ახლა ჩემი შვილის გაცნობას მთხოვს.. არვიცი როგორ მოვიქცე..“

Next Post
მამაკაცმა, რომელმაც მაშინვე მიმატოვე, როგორც კი ჩემი ორსულობის შესახებ გაიგო, ახლა ჩემი შვილის გაცნობას მთხოვს.. არვიცი როგორ მოვიქცე..“

მამაკაცმა, რომელმაც მაშინვე მიმატოვე, როგორც კი ჩემი ორსულობის შესახებ გაიგო, ახლა ჩემი შვილის გაცნობას მთხოვს.. არვიცი როგორ მოვიქცე..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In