მზის სასწაული. სწორედ ასე ეწოდება იმ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1917 წლის 13 ოქტომბერს პორტუგალიის ქალაქ ფატიმასთან ახლოს. 1917 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, სამი მწყემსი ბიჭი ირწმუნებოდა, რომ წმინდა მარიამს ესაუბრებოდნენ.
თვეების განმავლობაში პორტუგალიური გაზეთები ავრცელებდნენ მათ წინასწარმეტყველებას, რომ 13 ოქტომბერს სასწაული მოხდებოდა და წმინდა მარიამი გამოჩნდებოდა ხალხის წინაშე. 100 000-მდე ადამიანი შეიკრიბა გამოცხადების მოლოდინში.
თვითმხილველთა მონაყოლის მიხედვით, თავსხმა წვიმის შემდეგ შავი ღრუბლები გაიხსნა და მზემ გამოანათა.
ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით სუსტად ანათებდა, შემდეგ კი ზიგზაგის ფორმით დედამიწის მიმართულებით დაიწყო დახრა. ამან ხალხი შეაშინა, რადგან იფიქრეს, რომ ეს აპოკალიფსს მოასწავებდა.
ზოგიერთი დამსწრეს თქმით, მათი სველი და გალუმპული ტანისამოსი მოულოდნელად მთლიანად გაშრა. მოვლენა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა და მხილველთა რწმენით, იყო სწორედ ის მოვლენა, რაზეც ბავშვები საუბრობდნენ – მწყემსების განცხადებით,
ამ დღეს ისეთი რამ უნდა მომხდარიყო, რის შემდეგაც უამრავი ადამიანი ირწმუნებდა ღმერთს. 1930 წლის 13 ოქტომბერს რომის კათოლიკე ეკლესიამ ეს მოვლენა სასწაულად შერაცხა…
გთხოვთ გააზიარეთ სტატია.