ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ ხოლმე. ხშირად, გამარჯვების ნაცვლად ვმარცხდებით და წამოდგომის მორიგი მცდელობისას კვლავ ვეცემით. ასეთ სიტუაციებში გვგონია, რომ მთელი სამყარო აღდგა ჩვენ წინააღმდეგ, რომ აზრი აღარ აქვს ამდენ ცდას…
გვეჩვენება, რომ გარშემო ყველა კმაყოფილი, შემდგარი და ბედნიერია და ამის ფონზე უფრო ნათლად შევიგრძნობთ საკუთარ უსუსურობასა და იმედგაცრუებას. “განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია;
შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის” (ფსალ. 118:143) – ამბობდა დავითი. მან კარგად იცოდა, რომ უფლის სიტყვა ცოცხალი და მოქმედი იყო მის ცხოვრებაში, რომ ღვთის მცნებებში იყო პასუხი ყველა კითხვაზე და გამოსავალი ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი.
თუ დავითის მსგავსად, დღეს ჩვენც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვიბრძვით და ხშირად ტკივილსა და მარცხს განვიცდით, გვახსოვდეს, რომ მარცხი გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე გარდაუვალი გაკვეთილია, ეს შანსია – ბრძოლის სტრატეგია უკეთესად დავგეგმოთ, ეს უდიდესი გამოცდილებაა.
დაცემა გვასწავლის ფეხზე მყარად დგომის ფასს, ტკივილი კი გვაძლიერებს. განსაცდელი – ეს ისაა, რაც ჩვენს ცხოვრებისეულ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. თუ დღეს ცვლილებებს საჭიროებ, იცოდე, რომ უფლის სიტყვას შესწევს შენი ცხოვრების შეცვლის ძალა!
თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანონ, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი, მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას. უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს.
აბაკუმი 3:17-19 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
და მითხრა: ‘საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.’ ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში! ამიტომ ვხარობ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისთვის; ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი!
2 კორინთელთა 12:9-10 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი. გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.
2 კორინთელთა 4:7-9 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას, მოთმინება – გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს, ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ. რომაელთა 5:3-5 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული, მაგრამ ღმერთია სიმაგრე ჩემი გულისა და ჩემი წილხვედრი უკუნისამდე.
ფსალმუნი 72:26 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურების ჟამს წაბორძიკდებიან.
იგავნი 24:16 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს. მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.
აკობის 1:2-4 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
გხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.