ერთ დღეს ერთი ადამიანი დაიღუპა და წარსდგა ღვთის სასამართლოზე. ამ ადამიანს გაოგნებული ღმერთი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და საეჭვოდ დუმდა. ადამიანმა ვეღარ მოითმინა და ღმერთს ჰკითხა:
– უფალო მითხარი რას იტყვი ჩემს ბედზე? რატომ ხარ ასე ჩუმად? რატომ არ იტყვი, რომ მე დავიმსახურე ღვითის სასუფეველი. მე ხომ ამას მთელი ცხოვრების მანძილზე, მუდმივად ვცდილობდი! მთელი ღირსების გრძნობის განცდით მიმართა ღმერთს ადამიანმა.
ღმერთმა კი უპასუხა: – როდიდან არის, რომ ცდა ითვლება დამსახურებაში? -გაკვირვებულმა მიუგო უფალმა.
ადამიანი კი ჯიუტად აგრძელებდა საუბარს:
– მე არასდროს ყოფილა, რომ ნორმალურად მცმოდა. არასდროს ყოფილა, რომ კარგად გამომეკვება თავი. მუდმივად ვჭამდი ქატოს, ხმელ ბარდას და არასდროს დამილევია რამე გარდა წყლისა. მთელი ცხოვრების განმავლობაში არასდრო გავკარებულვარ ქალს და მუდმივად ვაუძლურებდი ჩემს სხეულს მარხვით და სულ ვლოცულობდი.
– მერე რა? – შეაწყვეტინა საუბარი ღმერთა. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ შენ მთელი ცხოვრება იტანჯებოდა, მაგრამ რის გამო იტანჯებოდი?
– შენი სახელის სადიდებლად. მაშინვე, დაუფიქრებლად უპასუხა ადამიანმა.
– კარგი სახელი კი გამომსვლია. მწუხარებით გაიღიმა ღმერთა. – ანუ შენ თვლი, რომ მე ვაშიმშილებ ხალხს, მე ვაიძულებ ადამიანებს იარონ ძონძებით და მე ვართმევ მათ სიყვარულით გამოწვეულ სიხარულს?
ღმერთის მიმართვის შემდეგ ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა. უფალი კი ისევ ჩაფიქრებული იჯდა და ადამიანს უყურებდა.
– და მაინც, რა იქნება ჩემი ხვედრი? ისევ მიმართა ადამიანმა.
– ამბობ, მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდიო, როგორ შემიძლია აგიხსნა რათა გაიგო. ჩაილაპარაკა უფალმა. მაგალითად აი დურგალი, რომელიც შენს მოსვლამდე აქ იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში აშენებდა სახლებს სხვა ადამიანებისთვის.
გაუჩერებლად მუშაობდა, სიცივეში, ყინვაში, სიცხეში. ხან შიმშილობდა, ხშირად იყო რომ ტკიოდა, ჩაქუჩს ირტყავდა თითზე, ტკივილისგან იტანჯებოდა, მაგრამ არასდროს ჩერდებოდა, განაგრძობდა შრომას და ამ შრომისთვის ანაზღაურებასაც იღებდა.
და შენ შემთხვევაში რა გამოდის? გამოდის, რომ მუდმივად, მთელი ცხოვრება ირტყავდი ჩაქუჩს თითებზე. ღმერთი რამდენიმე წამს გაჩუმდა. მერედა, სახლი სად არის? სახლი სად არის, შენ გეკითხები!
გთხოვთ გააზიარეთ სტატია.