“25 წლის დავოჯახდი. ორი წელი ვხვდებოდით მე დაჩემი ქმარი ერთმანეთს. ჩავთვალე, რომ მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი და მასთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი. ორი შვილი გავაჩინე. ახლა 4 და 6 წლის არიან – გოგო და ბიჭი.
ყველანაირად ვცდილობ, მათ არ დავანახო, როგორი აუტანელი გახდა ჩვენი ურთიერთობა. იმდენად პატარები არიან ბავშვები, რომ ვერ ავუხსნი, რატომ მინდა მივატოვო ქმარი.
დარწმუნებული არც იმაში ვარ, რომ განშორების მერე უკეთესი პირობები მექნება. უბრალოდ დავიღალე, როგორც კი ჩემი ქმრის ხელში რაღაც ფულს ვხედავ, მეშინია, მეშინია, რომ ისევ თამაშობს.
ერთხელ დავუყენე საკითხი და ვუთხარი, კიდევ ერთხელ წააგებ და ოჯახს დავანგრევ-თქო. ბავშვები დაიფიცა, არ გავეკარებიო. ჩემი ქმრის მშობლებიც არიან დამნაშავეები, მათი იმედი აქვს, იმათაც რა ქნან, იძულებულნი არიან წაგებული თანხა გადაუხადონ.
ბევრი მე მადანაშაულებს, ალბათ ცოლი ჰყავს მომთხოვნი და ამიტომ დაიწყო თამაშიო. არადა სულ დედაჩემი და მამაჩემი მეხმარებიან. არანაირი წვლილი არ მიმიძღვის იმაში, რომ ირაკლიმ თამაში დაიწყო.
აჰყვა მის ხელიდან წასულ ძმაკაცებს, რითაც შემეძლო ვარიგებდი, ახლა უკვე აღარ შემიძლია, დავიღალე…
სამოთახიანი ბინა გავყიდეთ და ერთოთახიანი ვიყიდეთ, მანქანაც აღარ გვყავს, დღითიდღე უარესდება ჩვენი მდგომარეობა. მუშაობითაც ერთ ადგილას ვერ ჩერდება. სამსახურის შოვნა კი ასე ადვილი არ არის.
ამასწინათ თურქეთში წავიდა, სამი თვე არ იყო ჩვენთან. ერთი თეთრი არ მოუტანია, მითხრა, უნდა დამირიცხონ ფული ერთ კვირაშიო.
მეორე დღეს კი რას ვხედავ, ბავშვებს ტკბილეული და სათამაშოები ამოუტანა. გამიკვირდა, საიდან მოიტანა ფული, არ მოვეშვი და გამომიტყდა, ვითამაშეო…
აღარ შემიძლია იმაზე ფიქრი, რომ ჩემს ქმარს არაფერი ეშველება.
ამასწინათ დედამთილმა წამომაძახა, გავიგეთ, რომ ჩემი შვილი ურჩიაო, მაგრამ ჩვენ ხომ არაფერს გაკლებთო. არ ვიცი, რატომ არის ასეთი ძნელი იმის გაგება, რომ არ მინდა, ჩემი ქმარი მშობლებს უყურებდეს ხელებში და თამაშობდეს პარალელურად.
ვფიქრობ, რომ გამოსავალია დავშორდე, მაგრამ არ ვიცი, ჩემს პატარა შვილებს როგორ ავუხსნა, რომ მე ასეთ კაცთან ცხოვრება არ შემიძლია… მამა სიგიჟემდე უყვართ…”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ელენე, 33 წლის