ფეისბუქ ჯგუფში “ვეძებ”, ერთ-ერთი მომხარებელი ემოციურ წერილს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ბიოლოგიურმა დედამ წერილი მას ჯერ კიდევ მაშინ დაუწერა, როდესაც სხვაზე აშვილებდა.
“ჩემო თათულია! სიცოცხლე მაჩუქე, ვერ გაგზარდე.. ღმერთი მაპატიებს უშენობას… ვიცი გამიჭირდება უშენობა, მიტირდეს იქნება გული, კვნესოდეს იქნება სული, სამაგიეროდ მუდამ გლოცავდეს იქნება ის ძუძუ, ბოლომდე რომ ვერ მოწოვე.
ღმერთმა გაგზარდოს ჯანმრთელი, მშვიდი, საიმედო და საამაყო შვილი, ვისი შვილიც შენ გახდები.
ვერასოდეს გიხილავ, მაგრამ ბედნიერებას გისურვებ, რაც ვერ გაგიკეთე იმას ალბათ გამზრდელები აგივსებენ.
ვეცდები მალე დაგივიწყო რატა შენ ბედნიერი გახდე.
მშვენიერო ანგელოზო, არ არსებობდა ღმერთი თორემ ეს ასე როდი უნდა მომხდარიყო, მშვიდობით სამუდამოდ ჩემო თათულია, დღეიდან ვინ იცის რას დაიძახებენ რათა შენი კვალი დაფარონ.
ღმერთ მაპატიე! გკოცნო, გკოცნი, გკოცნი მრავალს”, – წერია წერილში, რომელიც ჯგუფში გავრცელდა.
აღნიშნული ფოტოს გამავრცელებელი კი წერს:
“გთხოვ, გთხოვ გამოჩნდი! ამ წამს ვიპოვე დე ეს წერილი! 5დღეა რაც ვიცი აყვანილი რომ ვარ! ზუგდიდელი გოგონა (თამარი, თამუნა) ეძებს დედას! ყველას, ყველას, ყველას ზუგდიდში, დამეხმარეთ და დაგვეხმარეთ!
1997 წლის დეკემბრის დასაწყისში დაიბადა ულამაზესი გოგონა, დედა იყო არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე, ხოლო ბიოლოგიური მამა დაოჯახებელი! მოხდა ისე რომ გოგონას არ დაუდგნენ ოჯახისწევრები გვერდში და აიძულეს შვილის გაშვილება (ბიოლოგიური დედის მამიდა და ბებია)!
დედამ, სკოლის მოსწავლე გოგონამ დაწერა ძალიან მტკივნეული წერილი და თან გააყოლა მის პირმშოს! არ უნდოდა, ტიროდა, მანქანაში ბოლოჯერ აჭამა ძუძუ და ტირილით დაემშვიდობაო! ამბობენ, დედას პირობა დადო რომ არასოდეს გათხოვდებოდა…..
მაგრამ არ ვიცით იქნებ კვლავ შეძლო დედობა.
თუკი გსმენიათა ეს ისტორია, თუკი გსმენიათ შუამავალის გვარი გომართელი და ქარჩავა, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახისთვის უნდა მიეშვილებინათ გოგონა და წაეყვანათ რუსეთში, შეგვეხმიანეთ! მხოლოდ პირად შეტყიბინებაში( დიდი ალბათობით, ბიოლოგიურმა მამამ არ იცის შვილის არსებობა).”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზაირეთ თქვენი აზრი კომენტარებში..