ერთხელ მდიდარმა კაცმა შვილი სოფელში გაგზავნა, ერთ ღარიბ ოჯახში, რომ მას ენახა, რა არის სიღარიბე და მეტად დაეფასებინა მამის სახლში შეძლებული და უზრუნველი ცხოვრება. მან იქ სამი დღე გაატარა და როცა შინ დაბრუნდა, მამასთან შემდეგი დიალოგი შედგა:
მამამ ჰკითხა: “აბა, როგორი იყო იქ?”
ბიჭმა უპასუხა: “მომეწონა?”
“რით განსხვავდება ჩვენი სახლისგან?”
“ო, სხვაობა ბევრია! – აღტაცებით წამოიძახა ბიჭმა, – ჩვენ ერთი ძაღლი გვყავს, მათ – ოთხი. ჩვენს აუზში სულ სუფთავდება წყალი, მათ კი ძალიან დიდი გუბურა აქვთ, სუფთა და კამკამა წყლით, რომელშიც თევზებიც კი ცხოვრობენ.
ჩვენი ბაღი ლამპიონებით ნათდება, მათ მინდვრებს კი ღამღამობით მთვარე და ვარსკვლავები ანათებს. ჩვენი ბაღი გალავნით არის შემოსაზღვრული, მათი კი უკიდეგანოა, თითქოს ჰორიზონტამდეა გადაჭიმული.
ჩვენ სახლში მუსიკას კომპაქტ-დისკებზე ვუსმენთ, ისინი კი ჩიტების გალობას და ბუნების სხვა საამურ ხმებს უსმენენ. ჩვენი სახლი სულ კედლებითაა შემოგარსული, მათ კი მუდამ უხარიათ სტუმარი, ამიტომ სახლის კარი ყოველთვის ღია აქვთ.
ქალაქებში ერთმანეთს მობილურები და კომპიუტერები გვაკავშირებენ, იქ კი ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან მჭიდრო კავშირში არიან~.
მამა ძალიან გააოცა ვაჟის სიტყვებმა.
“მამა, მადლობა, რომ მომეცი საშუალება გამეგო, როგორი ღარიბები ვართ სინამდვილეში”, – უთხრა ბოლოს.
ჩვენი სიცოცხლე, ბედნიერება და ბუნება ჩვენ გარშემო – აი, რის ყიდვაც არ შეიძლება ფულით.
არადა, ნივთები, რომლების ფულით ყიდვაც შეიძლება, გაცილებით ფასეულად მიიჩნევა, ვიდრე ისინი, რომელთაც ვერანაირი ფულით ვერ იყიდი?
როცა იწყებ ადამიანების დაფასებას შენ გარშემო და იმისა, რაც გაქვს, აღარ მისდევ ფუჭ სიმდიდრეს, რადგან ხვდები, რომ შენ ყველაფერი გაქვს, რაც საჭიროა…
როცა ადამიანი მდიდრდება, სულ უფრო სწყდება მეგობრებს, ოჯახს და ბუნებას. მეტი და მეტი უნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვეღარ კმაყოფილდება იმით, რაც აქვს…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითა; წყარო: სტატია მომზადებულია მშობლები.გე-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით..