„26 წლის ვარ, არმინდა სიკვდილი, მაგრამ სამწუხაროდ არაფრის შეცლა არ შემიძლია“ – ასე იწყება ერთ-ერთი „Facebook“ მომხმარებლის პოსტი, რომელიც მისი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. პოსტში მომხმარებელმა აღწერა ის, რასაც მოახლოებული სიკვდილის წინ ფიქრობდა და გაიცდიდა.
„უცნაურია ბოლომდე გაიაზრო, რომ მალე მოკვდები, მაშინ როცა მხოლოდ 26 წლის ხარ. ზოგადად ამ ასაკში სიკვდილს აიგნორებენ. გადის დღეები და შენ დარწმუნებული ხარ, რომ მუდმივად ასე იქნები. მაგრამ აქვე გეტყვით, რო ცხოვრება ძალიან ძვირფასი და ამოუცნობია.
ამჟამად 27 წლის ვარ და სიკვდილი არ მინდა. მიყვარს ცხოვრება, დენიერი ვარ და მინდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გამო ვიცოცხლო, მაგრამ მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია.
ძალიან რთული და მძიმეა სიკვდილის მოლოდინი. გირჩევთ შეეშვათ წვრილმანებზე ფიქრს. დაიმახსოვრეთ, რომ არსებობს ბევრი ადამიანი, რომელსაც თქვენზე ძალიან მძიმე, მოურჩენელი პრობლემეი აქვთ. შემიძლია დედა დავიფიცო, რომ როცა თქვენი წასვლის დო დადგება, აღნიშნული პრობლემები საერთოდ არ გაგახსენდება.
უამრავი თქვენგანი წუწუნებს, რომ აქვთ სხვადასხვა სახის პრობლემები. დაღალათ სამუშაობ, დაღალა სახლის მუდმივმა დალაგებამ, საჭმელების კეთება. რეალურად კი ამ წუწუნის მიზეზი არის ის, რომ თქვენი სხეული ასრულებს თქვენ ბრძანებებს.
ძალიან დააფასეთ ეს, დააფასეთ ჯანმრთელობა. მადლიერი იყავით ყოველი დღის, რომელიც გაატარეთ ტკივილის გარეშე.
შეეცადეთ ნაკლებად კრიტიკულები იყოთ ერთმანეთი მიმართ, დაეხმარეთ ადამიანებს, დახარჯეთ ფული ბედნიერ წუთებზე, ბედნიერ შთაბეჭდილებებზე და არა ხვადასხვა მატერიალურ ნაგავზე. უსმინეთ ჩიტები ჭიკჭიკს, უყურეთ მზის ამოსვლას და ჩასვლას, ჭამეთ რაც გინდათ და ნუ დაძრახავთ თავს ამის გამო.
უთხარით ადამიანებს, საყვარელ ადამიანეს, რომ ისინი ძალიან გიყვართ. ეცადეთ, რომ დროულად შეცვალოთ ის რაზეც თვლით, რომ შესაცვლელია. არავინ იცის რამდენი ხნის სიცოხლე დარჩა.
ჩააბარეთ სისხლი. თქვენმა სისხლა შეიძლება სამი ადამიანი გადაარჩინოთ. მე ამან ერთი წელი მაჩუქა, ერთი წელი, რომელიც ჩემს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთა ერთად გავატარე. ამ ბოლო ერთ წელში ცხოვრება გავიცანი იმაზე კარგად, ვიდრე ვიცნობდი აქამდე. ამისთვის ყველა ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც ჩემს გვერდით იყო.
ჰოლი ბატჩერმა, ავსტრალიიდან ეს პოსტი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე. მას 26 წლის ასაკში იუნგის სარკომას დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის ძვლის ავთვისებიანი კიბო. დიაგნოზის შემდეგ ჰოლიმ 1 წელი იცოცხლა.
გთხოვთ გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..