34 წლის ვარ. სოცალურმა ქსელმა ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგონა აღარ ვარ და სოციალურ ქსელსაც აქტიურად ვიყენებდ არასდროს მიფიქრია, რომ სოციალური ქსელით ვინმე გამეცნო.
თუმცა ერთ დღეს საკმაოდ სოლიდური ასაკისა და გარეგნობის კაცი დამეკონტაქტა. მახსოვს რაღაც მკითხა, მე პასუხი გავეცი და ამრიგად მიმოწერა გავაბით.
შემდეგ სკაიპით ვკონტაქტობდით და ცოტა ხნის შემდეგ იმდენად შევეჩვიე, რომ მის გარეშე აღარ შემეძლო.
შეხვედრას ხშირად მთავაზობდა, მაგრამ მე მუდმივად უარს ვეუბნებოდი. მითუმეტეს, რომ სხვა ქალაქში ცხოვრობდა და ამასთან, ორივე ძალიან დაკავებულები ვიყავი.
ერთ დღეს დამირეკა, თბილისში ვარ და გნახავო, მაგრამ ნახვაზე უარი ვუთხარი, რადგან წინასწარ არ გამაფრთხილა.
ის ძალიან გაბრაზდა, შენს გამო ამხელა გზა გამოვიარე და ასე როგორ მექცევიო, მაგრამ ჯიუტად უარს ვეუბნებოდი.
მეორე დღეს წავიდა და ჩვენი ურთიერთობაც რაღაც პერიოდით შეწყდა. იშვიათად ერთ-ორ სიტყვას თუ მომწერდ. ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს. ერთ დღესაც მის ქალაქში დამპატიჟეს ნათესავის ქორწილში და მისი ნახვის მიზეზიც გამოჩნდა. წავლამდე დავურეკე, რომ მივდიოდი.
იმ დღისთვის კარგად მოვემზადე, გამოვიორანჭე და წავედი. დამირეკა, რომ დამხვდებოდ. ძალიან ვღელავდი, აქამდე მხოლოდ ფოტოებში მყავდა ნანახი.
საბოლოოდ შევხვდი, მითხრა ნამგზავრი და მოშიებული იქნებიო, რესტორანში წამიყვანა, ლამინს ქორწილში წასვლა გადავიფიქრე იმდენად მომწონდა მასთან.
მითხრა, რომ ქორწილის შემდეგ მნახავდა. თავიდან უარს ვამბობდი, არ ვიცოდი ღირდა თუ არა პირველივე შეხვედრაზე მასთან ერთად ღამის გათევა, მაგრამ მაინც დამითანხმა. საღამოს დამირეკა, ქორწილიდან ლამის ძალით წამომიყვანა და თავი სასტუმროში ამოვყავით.
მეორე დილით ძალიან ვინანე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავითთქო მაგრამ დამამშვიდა. მეორე დღეს ქალაქში დავბრუნდი.
მისგან ზარს ველოდებოდა, თუ არ დამირეკავდა ნათელი იქნებოდა, რომ სასტუმროში იმ ღამით ყველაფერი დამთავრდა.
მაგრამ საღამოს დამირეკა. თბილიში ჩამოვედი და შენი ნახვა მინდაო. სიხარულით ლამის გავგიჟდი. ეს ამბავი უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება.
ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარი ხდება. ჩვენს ურთიერთობას ახლა საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ, რომ ოდესმე ეს ზღაპარი დასრულდება, რადგან მას ცოლ-შვილი ჰყავს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია