საკრუიზო ლაინერზე, რომელმა კატასტროფა განიცადა და იძირებოდა, სხვა მგზავრებს შორის ცოლ-ქმარი იყვნენ. ლაინერის ჩაძირვის შემდეგ მათ გაჭირვებით მიცურეს სამაშველო ნავამდე, რომელზეც სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი.
ნავზე გმარი გადავიდა, ცოლი კი უკვე იძირებოდა, სანამ მას ოკეანე შთანთქავდა, მან უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და ქმარს მიმართა. ამ ისტორიას მასწავლებელი ყვებოდა და ამ მომენტში თხრობა შეწყვიტა მან მოსწავლეებს გადახედა და იკითხა, თქვენი აზრით რას დაუძახებდა ცოლი ქმარს?
ბავშევები სხვადასხვა ვერსიებს იძხდნენ. მათ შორის იყო: ნაძირალავ, ინანებ. ამის გამო დაისჯები. ღმერთი ამას არ გაპატიებს და ა.შ. მათგან მხოლოდ ერთმა, ყველაზე მორიდებულმა მოსწავლემ ჩუმად ჩაილაპარაკა:
-ჩვენს შვილს გაუფრთხილდი. ამას დაუძახებდა.
-სწორია. შეაქო მასწავლებელმა. იცოდი ეს ისტორია?
-არა არ ვიცოდი. უბრალოდ დედამაც ეს სიტყვები უთხრა მამაჩემს სიკვდილის წინ.
მასწავლებელს ამ სიტყვებზე ცრემლები წასკდა. უხერხულად შებრუნდა და საუბარი განაგრძო: მოკლედ ასე მოხდა, გემი ჩაიძირა.
ქმარი გადარჩა და დაბრუნდა სახლში, სადაც რამდენიმე თვის შვილი ელოდებოდათ. მთელი დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ ამ შვილს მიუძღვნა, მხოლოდ მისთვის ცხოვრობდა და შვილისთვის არასდროს არაფერი მოუკლია.
წლების შემდეგ, როცა მამა გარდაიცვალა შვილმა მის დოკუმენტებში შემთხვევით იპოვა მამის დღიური, რომელშიც ბოლოს შემდეგი ჩანაწერი იყო:
„მას შემდეგ რაც მისი საშინელი დიაგნოზის შესახებ გავიგეთ, უკანასკნელ მოგზაურობაში წასვლა გადავწყვიტეთ. ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, მას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი.
ღმერთო, ვერავინ წარმოიდგენს რა ძალიან მინდოდა მასთან ერთად ოკეანეში ჩავძირულიყავი, მაგრამ ჩემგან ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მე სახლში ჩვენი პატარა გოგო მელოდებოდა, რომელზედაც უნდა მეზრუნა“.
მასწავლებლის მოყოლილ ისტორია მთელი კლასი განაბული ისმენდა. ალბათ მათგან უმრავლესობამ უკვე გაიაზრა თუ რა უსამართლობაა ადამიანის განსჯა, როდესაც არ იცი რეალურად რა ხდება და კონკრეტული საქციელის უკან რა იმალება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია