ქალბატონმა ინეზამ ომის დროს უამრავი ჯარისკაცი იხსნა სიკვდილისაგან. სწორედ მაშინ შეხვდა იგი თავის მომავალ მეუღლეს. ვანო და ინეზა ბედნიერად ცხოვრობდნენ, მათ ვაჟი აღზარდეს. საბრალო ქალს ჯერ მეუღლე დაეღუპა, მოგვიანებით კი მისი შვილი და რძალი ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.
დაობლებული შვილიშვილი ინეზამ მარტო აღზარდა. ლაშა წამოიზარდა, მან უმაღლესის სასწავლებელი დაამთავრა, მერე კი ცოლი შეირთო. ანის ჯერ ვაჟი, ცოტა ხანში კი ქალიშვილიც შეეძინა. ყველანი ერთად მეგობრულად და ბედნიერად ცხოვრობდნენ.
სამწუხაროდ, ინეზას ინსულტი დაემრთა, რის გამოც იგი დიდი ხნის განმავლობაში კარგად ვერ დადიოდა და გამართულადაც ვერ საუბრობდა. საცოდავ მოხუცს მოვლა-პატრონობა სჭრდებოდა. ერთხელაც ანის მოთმინების ფიალა აევსო და მან ლაშას პირდაპირ გამოუცხადა:
– ძვირფასო, მეტი აღარ შემიძლია! მესმის, რომ ბებიამ გაგზარდა, თუმცა ძალა აღარ შემწევს, რომ მასაც მოვუარო და შვილებსაც მივხედო, საშინლად ვიღლები. სამწუხაროდ, შენი დიდედასთვის მომვლელის აყვანის ფული არ გვაქვს, ამიტომ მისი მოხუცთა თავშესაფარში ჩაბარება მოგვიწევს!
– საყვარელი, იცი, რომ ესეც კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული?
– სხვა ვარიანტი არ მაქვს, ლაშა, რაღაც უნდა მოიფიქრო!
გავიდა ერთი თვე. ლაშა ცხოვრებას არ უჩიოდა, იგი მთელი დღეები სამსახურში იყო გადაკარგული, უქმეებზე კი მეგობრებთან ერთად ერთობოდა. ანის ეს ყველაფერი მობეზრდა და მან დასაქმების სურვილი გამოთქვა.
ახალგაზრდა ქალს გაუმრთლა და იგი კარგ სამსახურში მოეწყო. ლაშამ შვებულება აიღო, იგი მიხვდა, რომ ანის დიასახლისობა კიდევ დიდხანს არ მოენტრებოდა.
მან მზაკვრული გეგმა შეიმუშავა, ლაშამ ბებოს უთხრა, რომ იგი დისშვილს ჰყავდა სტუმრად დაპატიჟებული. ინეზა ბებოს უსაღვროდ გაუხარდა ამ სიახლის გაგება. ლაშა დიდედას ბარგის შეკვრაში მოეხმარა და მოხუცებული ავტოსადგურზე წაიყვანა.
მან ბებიას ბილეთი მისცა და უთხრა, რომ მატარებელი ნახევარ საათში მოვიდოდა, თვითონ კი საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად წავიდა.
ორ საათიანი უშედეგო ლოდის შემდეგ ხანდაზმულმა ქალმა სადგურის თანამშორმლისგან შეიტყო, რომ მატარებელი უკვე დიდი ხანია, რაც გასულიყო.
ატირებული მოხუცი ძელსკამზე ჩამოჯდა. ინეზა მიხვდა, რომ ლაშამ იგი მიატოვა და საყვარელი შვილიშვილისათვის ის ზედმეტ ტვირთად იქცა. გვიან საღამოს მშიერ ბებოს ჩაეძინა. მეორე დღეს მას ერთი მამაკაცი მიუჯდა გვერდით.
– გამარჯობა, ქალბატონო, მე ტაქსისტად ვმუშაობ. ამ სადგურზე გუშინაც მოგკარით თვალი. ვფიქრობ, რაღაც შეგემთხვათ.
– შვილო, მართალი ხარ, შვილიშვილმა სახლიდან გამომაგდო, ამიერიდან ქუჩაში მომიწევს ცხოვრება.
– ჩემთან გეპატიჟებით, სახლში მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ. საუბედუროდ, ცხონებული ჩემი მეუღლე მშობიარობას გადაყვა.
ინეზას დასაკარგი არაფერი ჰქონდა, იგი სიამოვნებით დასთანხმდა უცნობის შემოთავაზებას.
ამირანმა მოხუცებული შინ მიიყვანა და თავისი პატარა ქალიშვილი გააცნო. გულაჩუყებულ ინეზას ტირილი აუტყდა, მან კეთილშობილ მამაკაცს თავისი ცხოვრების ისტორია უამბო.
ამირანს ხანდაზმული ქალბატონი შეებრალა და იგი თავისთან დაიტოვა. ისინი თვეების განმავლობაში შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ.
სამწუხაროდ, მოგვიანებით ინეზა ბებო გარდაიცვალა. მან თავისი სამ ოთახიანი ბინა ამირანს უანდერძა. ლაშა ხელცარიელი დარჩა, პრინციპში, მან ის მიიღო, რასაც იმსახურებდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია