• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვერაფრით შევძელი დედაჩემისთვის მამის ღალატის პატიება.. მამაჩემის სიკვდილშიც მას ვადანაშაულებდი.. გვიან გავიგე, რომ თურმე საშინლად ვცდებოდი.. მისი ძველი ბლოკნოტი ვნახე, სადაც ისეთი დეტალები წავიკითხე, რომ დედაჩემის სიძულვილს ჩემს თავს ცხოვრების ბოლომდე არ ვაპატიებ…

by inew
16 November 2022
in საზოგადოება
0
„ვერაფრით შევძელი დედაჩემისთვის მამის ღალატის პატიება.. მამაჩემის სიკვდილშიც მას ვადანაშაულებდი..  გვიან გავიგე, რომ თურმე საშინლად ვცდებოდი.. მისი ძველი ბლოკნოტი ვნახე, სადაც ისეთი დეტალები წავიკითხე, რომ დედაჩემის სიძულვილს ჩემს თავს ცხოვრების ბოლომდე არ ვაპატიებ…

649-02199144 Model Release: Yes Property Release: Yes Young woman reading a letter

0
SHARES
1.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ძალიან თავნებობა და აგრესიული ვიყავი, რასაც გარდატეხის ასაკს აბრალებდნენ. ახლობლები დედაჩემს საყვედურობდნენ, – შენი ბრალია, პატარაობიდანვე ანებივრებდი და აი, შედეგიცო…

ის მაინც ცდილობდა, ნაბოლარა შვილის საქციელის გამართლებას, – მამამისის სიკვდილის შემდეგ შეიცვალა, თორემ ასეთი არ იყო, გავა დრო და დამშვიდდებაო.

არავინ იცოდა, რომ დედის მიმართ აგრესია ჯერ კიდევ პატარაობაში გამიჩნდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მამას ღალატობდა.

ჩემთვის ბევრჯერ უკითხავს უახლოეს მეგობარს – რა გჭირს, გარეთ თბილი ხარ, ოჯახში კი ცივი და უხეშიო.

მოკლედ მოვჭრიდი ხოლმე, – ალბათ მაქვს ამის მიზეზი-მეთქი. გვიან, როცა ჩემი სათაყვანებელი მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, გულში ჩაბუდებული დარდი ვეღარ დავიტიე, მინდოდა მეგობრისთვის მომეყოლა, მაგრამ მაინც ვერ შევძელი..

გავიდა დრო. გავთხოვდი, შვილი შემეძინა და მაინც.. ვერ ვაპატიე დედას მამის ღალატი. მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა სიმართლე, როცა მისი ჩანაწერები ვიპოვე. მხოლოდ ახლა გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის მომეყოლა ის, რაც წლების განმავლობაში მაწუხებდა:

მამას დედა მგონი, შვილებზე მეტადაც კი უყვარდა. სანამ პატარა ვიყავი, სულ ვნატრობდი, დედას დავმგვანებოდი, მაგრამ, რაც ვიზრდებოდი, უფრო და უფრო მამას ვემსგავსებოდი. შვილებიდან ჩემი უფროსი ძმა ჰგავდა დედას და რაღაცნაირად მშურდა მისი.

მერე მამა რუსეთში წავიდა და ჩემი ძმაც თან წაიყვანა. ძალიან უნდოდა, მთელი ოჯახი მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ დედამ უარი უთხრა, მისი მშობლები ხშირად ავადმყოფოდნენ, ის მათი ერთადერთი შვილი იყო..

როცა შუათანა ძმამ სკოლა დაამთავრა და ისიც მამასთან წავიდა, დავრჩით მე და დედა. ერთხელ, მაშინ ათი წლის ვიყავი, შუაღამისას, ზარის ხმა ჩამესმა. რადგან არავინ შემოვიდა ჩემს საძინებელში, ვიფიქრე, მეზობელი გვესტუმრა-მეთქი და ძილი გავაგრძელე.

ცოტა ხანში მამაკაცის ხმა ჩამესმა და მთვარეულივით წამოვხტი. სამზარეულოსკენ წავედი, მაგრამ სიტყვებმა – მე აღარ შემიძლია უშენობა, როდემდე უნდა გელოდო? მიატოვე ქმარი და წამოდი ჩემთან, არაფერს მოგაკლებო, – თითქოს მდუღარე გადამასხეს. კარი ოდნავ იყო შეღებული და უცნობი მამაკაცი დავინახე.

არ ვიცი რამ შემაშინა, მაგრამ სასწრაფოდ გამოვტრიალდი და საწოლში ჩავწექი. დილით ყველაფერი ისე იყო, როგორც სხვა დროს. წამიერად ვიფიქრე, ხომ არ დამესიზმრა-მეთქი, მაგრამ საფერფლე სიგარეტის ნამწვით იყო სავსე, დედა კი არ ეწეოდა – დავიწყებოდა შუაღამის სტუმრის “ნაკვალევის” წაშლა.

იმის მერე ჩავიკეტე საკუთარ თავში. სამი წელი საშინლად ვიტანჯებოდი. მიკვირდა დედის საქციელი, ის ხომ მამას დიდი სიხარულით ხვდებოდა.

გულში მატყუარას ვეძახდი, ხმამაღლა კი ამის თქმას ვერ ვბედავდი. ხშირად მარტო მყოფი ხმამაღლა ვლაპარაკობდი, დედას საქმეებს ვურჩევდი, მამის ღალატის გამო პასუხს ვთხოვდი.

რამდენჯერმე სკოლაშიც არ წავედი და დედას ჩავუსაფრდი, დაველოდე სახლიდან მის გასვლას, კუდში მივდიე, ის კი ჯერ სილამაზის სალონში წავიდა, მერე იქიდან მამიდას შეხვდა, მერე კი შინ დაბრუნდა…

ვერა და ვერ გამოვიჭირე. ამაზე უფრო ვბრაზდებოდი. მამა და ძმები ძველებურად არა, მაგრამ სამ თვეში ერთხელ მაინც ჩამოდიოდნენ.

დედაც ისევ “სიხარულობანას” თამაშობდა. მერვე კლასში ვიყავი, შემთხვევით გავიგე, რომ აბორტი გაიკეთა. მეზობლის ქალს ეუბნებოდა, – მუცელი მომეშალა, არადა, კიდევ მინდოდა ბავშვის გაჩენაო.

უეჭველი იყო, იმ კაცისგან იყო ორსულად, ჩანს, მაინც ახერხებდა საყვარელთან შეხვედრას. იმ პერიოდში ჩემზე უბედური არავინ მეგონა.

მერე მამა მოულოდნელად, ინფარქტით გარდაიცვალა. დედის დანახვა არ შემეძლო, მას ვადანაშაულებდი მამის სიკვდილში.

არადა, ძალიან სასოწარკვეთილი იყო, ბევრს ტიროდა, ვერ ამშვიდებდნენ. გულში თვალთმაქცს ვეძახდი. დედაზე არც წლები, არც დარდი არ მოქმედებდა, ძველებურად ლამაზი და მომხიბვლელი იყო.

ეს კიდევ უფრო მაღიზიანებდა. მისი გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ საწერი მაგიდის უჯრა გავაღე და მისი ჩანაწერები წავიკითხე. სულმოუთქმელად წავიკითხე ასფურცლიანი რვეული.

აღმოჩნდა, რომ “შუაღამის სტუმარი” მართლაც მისი დიდი ხნის თაყვანისმცემელი იყო, რომელიც დედას ქმრის მიტოვებას ემუდარებოდა, დედა კი უარობდა. აი, ნაწყვეტი მისი ჩანაწერებიდან: “კარგა ხანს არ ვახმაურებდი გიას გამოჩენას.

არ მასვენებს, ჩემი ყოველი ნაბიჯი ზეპირად იცის… მთხოვს, ცოლად გავყვე. ვიცი, მართლა ვუყვარვარ, მაგრამ ოჯახი, ქმარი და შვილები ყველას მირჩევნია. თენგო ისე მიყვარს, მუცელი რომ არ მომშლოდა, მზად ვიყავი, 44 წლის ასაკში, კიდევ გამეჩინა მისთვის შვილი.

გიამ კი იმდენი გაბედა, შუაღამისას კარს მომადგა და ჯერ პრეტენზიები წამიყენა, – შენი გაუბედურებული ვარო, მერე კი თხოვნაზე გადავიდა, ნუ დამღუპავო.

იცოდა, რომ შინ მარტო მე და ქეთი ვიყავით, ისეთი გაგიჟებული შემოვარდა, შიშით ლამის გული გამისკდა. არ მინდოდა ჩემს პატარა გოგოს გაღვიძებოდა და ვთხოვე, დამშვიდებულიყო, ჩუმად ელაპარაკა. მაშინ კატეგორიულად ვუთხარი:

იძულებული ვარ, ჩემს მაზლს ვუთხრა, რომ მატერორებ და გეფიცები, შენი საქმე ცუდად იქნება-მეთქი. დამდუღრული გავარდა გარეთ… ერთხელ კიდევ დამირეკა და მითხრა, სიკვდილამდე მეყვარებიო. იმის მერე აღარ შევუწუხებივარ”.

ჩანაწერების დანარჩენი ნაწილი მისი ბავშვობის მოგონებებს, მშვენიერ წლებს – სტუდენტობას და კიდევ უფრო მშვენიერს – გათხოვებას და ჩვენ გვიკავშირდებოდა.

გულიდან თითქოს ერთბაშად მომწყდა ლოდი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, გაუჩერებლად ვტიროდი. რომ მახსენდება, რამდენჯერ მიტკენია გული მისთვის, თავი მეზიზღება. ვნანობ, რომ თითქმის მთელი სიცოცხლე მისგან შორს ვიყავი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

აბსოლუტურად ყველა ქალს მამაკაცისგან ეს ორი რამ სურს – რას წერს ბერ-მონაზონი იოვი.. ეს ყველამ უნდა იცოდეს

Next Post

„ცოლმა მიღალატა, ძალიან გავმწარდი და ვიჩხუბეთ. მესამე დღეს ტყეში წავიყვანე და იქიდან მარტო დავბრუნდი! ისეთი რაღაც გავაკეთე ჩემს შვილებს თვალებში ვეღარ ვუყურებ..”

Next Post
„ცოლმა მიღალატა, ძალიან გავმწარდი და ვიჩხუბეთ. მესამე დღეს ტყეში წავიყვანე და იქიდან მარტო დავბრუნდი! ისეთი რაღაც გავაკეთე ჩემს შვილებს თვალებში ვეღარ ვუყურებ..”

„ცოლმა მიღალატა, ძალიან გავმწარდი და ვიჩხუბეთ. მესამე დღეს ტყეში წავიყვანე და იქიდან მარტო დავბრუნდი! ისეთი რაღაც გავაკეთე ჩემს შვილებს თვალებში ვეღარ ვუყურებ..”

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In