• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 11, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცოლი ადრეულ ასაკში, სიყვარულით მოვიყვანე. შვილებიც გვყავს.. არასდროს მიღალატია ცოლისთვის, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ასაკით პატარა გოგო შემიყვარდა და ვიტანჯები.. არვიცი როგორ უნდა მოვიქცე..

by inew
16 November 2022
in საზოგადოება
0
ცოლი ადრეულ ასაკში, სიყვარულით მოვიყვანე. შვილებიც გვყავს.. არასდროს მიღალატია ცოლისთვის, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ასაკით პატარა გოგო შემიყვარდა და ვიტანჯები.. არვიცი როგორ უნდა მოვიქცე..
0
SHARES
966
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ცოლი ადრეულ ასაკში, სიყვარულით მოვიყვანე. გამიჩნდა შვილი და ვფიქრობდი, ბედნიერი ოჯახი მქონდა. არასდროს მიღალატია ცოლისთვის და არც სხვა ქალებისკენ გამირბოდა თვალი.

საბაბს არ მაძლევდა, თუმცა, თავად ეჭვიანი ვიყავი და ვცდილობდი, ცოლის ყოველი ნაბიჯი მეკონტორლებინა. ამის გამო, ხშირად გვქონდა კონფლიქტი, დაშორებულებიც ვიყავით რაღაც პერიოდი.

თუმცა, მალევე შევრიგდით. არ ვიცი, რა დამემართა და ახალგაზრდა გოგოს სილამაზეში როგორ გავცვალე ცოლისადმი გრძნობა, რომელსაც მთელი 17 წელი ვუფრთხილდებოდი.

სრულიად შემთხვევით, ინტერნეტით გავიცანი მარიამი და იმ დღის მერე, სულ მასზე ვფიქრობ. კარგი გოგოა, უბრალოდ, უნდა, ჩემს გვერდით იყოს, ცოლი მივატოვო და მასთან ვიცხოვრო. მე კი, არ მინდა ოჯახის დანგევა.

ცოლიც მიყვარს და ვერც შვილის გარეშე შევძლებ ცხოვრებას. მოკლედ, თავიდან უბრალო გატაცება მეგონა, ახალმა ურთიერთობამ და გრძნობებმა ამამჩატა, გავხალისდი, რაღაც ახალი ვიგრძენი და ეს მსიამოვნებდა.

მაგრამ ახლა, როცა რეალობის წინაშე დავდექი და ურთიერთობას თვალი გავუსწორე, დავიბენი. ვიტანჯები, როცა ცოლის გვერდით ვარ და მარიამზე ვფიქრობ. მარისთან კი სულ ჩემი ცოლი მიდგას თვალწინ.

მოკლედ, ცხოვრება ამერია და იმდენად დავიბენი, თავად ვეღარ ვხვდები, რა მინდა. არადა, ყოველთვის დავცინოდი ისეთ კაცებს, ცოლიც რომ ჰყავდათ და თან, პარალელურად, ჩუმ-ჩუმად ახალგაზრდა გოგონებს ხვდებოდნენ და „აბამდნენ“.

ახლა ვხვდები, არ უნდა ილაპარაკო სხვაზე, არ განსაჯო და არც ის თქვა: მე ეს არ დამემართებაო. თავიდან, მარიამს რომ შევხვდი, მესიამოვნა, ასაკით პატარა, ლამაზ გოგოსთან ყოფნა.

ამაყი ვიყავი და მეგონა, ყველას ჩემი შურდა. სახლში რომ მივედი, რაღაცნაირად, ცოლზე გული ავიყარე. დროთა განმავლობაში, კი მივხვდი, რომ ამით ორივეს ვაყენებ შეურაცხყოფას და არაკაცურად ვიქცევი.

ისიც ვიფიქრე, ცოლს დავშორდები, მეგობრებად დავრჩებით და მარიამს მოვიყვან ცოლად-მეთქი. მაგრამ, მერე მივხვდი, ორივე მიყვარს. არადა, ორი ქალის ერთდროულად შეყვარება, სასაცილოდ მიმაჩნდა. მახსოვს, ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, ორ გოგოს ვხვდები და მგონი, ორივე მიყვარსო.

დავცინე: ბიჭო, ორი ქალი ერთდროულად როგორ უნდა გიყვარდეს, თვალი გაახილე-მეთქი. ზუსტად ასე მჭირს ახლა – ორივე მიყვარს და ვერცერთს ვერ ვთმობ. ვიცი, მარიამს ჩემ გამო ცხოვრება აერევა, მაგრამ არ მინდა ჩემგან წავიდეს.

ყველაფრს ვაკეთებ, რომ სხვაზე არ იფიქროს, მაგრამ როდემდე შევძლებ მის შეკავებას? თან, როგორც ვატყობ, მას დიდად არ ვუყვარვარ, უბრალოდ, ჩემი ყურადღება და საჩუქრები სიამოვნებს.

ამ მხრივ ყველა ქალს მოსწონს განებივრება, მაგრამ, მერე სხვა გამოჩნდება და მისკენ იწევენ. ესეც გააზრებული მაქვს.

თან, ამის შიში მაქვს და თან იმის, ცოლმა არ დაგვინახოს ერთად და ამის გამო, არ წავიდეს ჩემგან. მგონი, რომ ვაკვირდები, ისეთ სიტუაციაში ვარ, ერთ დღესაც ორივე მიმატოვებს და დავრჩები მარტო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გიგლა, 37 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„დღეს ქმარი მირეკავს და მეუბნება, სხვა ქალი შემიყვარდა და უნდა დავშორდეთო… არ ვიცი რა გავაკეთო ლამისაა თავი მოვიკლა..

Next Post

„ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა, ახლა მისგან ბავშვს ველოდები, მაგრამ მშობლები ჩვენი ურთიერთობის საშინლად წინააღმდეგნი არიან.. არვიცი როგორ მოვიქცე..“

Next Post
„ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა, ახლა მისგან ბავშვს ველოდები, მაგრამ მშობლები ჩვენი ურთიერთობის საშინლად წინააღმდეგნი არიან.. არვიცი როგორ მოვიქცე..“

„ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა, ახლა მისგან ბავშვს ველოდები, მაგრამ მშობლები ჩვენი ურთიერთობის საშინლად წინააღმდეგნი არიან.. არვიცი როგორ მოვიქცე..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.