• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, July 4, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოხუცი, რომელსაც თავშესაფარში აბარებდნენ მუდმივად შვილებს იცავდა – „ჩემს შვილებს უჭირთ, რა ქნან, მოხუცს ბევრი სჭირდებაო“

by inew
19 March 2023
in საზოგადოება
0
მოხუცი, რომელსაც თავშესაფარში აბარებდნენ მუდმივად შვილებს იცავდა – „ჩემს შვილებს უჭირთ, რა ქნან, მოხუცს ბევრი სჭირდებაო“
0
SHARES
1.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ამ გზაზე მეორედ მოვდივარ სამსახურებრივი ვიზიტით. ეს კი ის სახლია, რომლის ერთმა ოთახმა რამდენიმე წლის წინ ის სიკვდილმისჯილთა საკანი გამახსენა, სადაც ფრანგი მწერალი ფრანსუა ვიიონი იჯდა…

ამბის დასაწყისი, ერთი შეხედვით, დრამატულს არ ჰგავდა: ჩემს სამუშაო ოთახში ქალი შემოვიდა, გამეცნო და მითხრა, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა მამამთილის ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის საქმეში.

მე და ჩემი ქმარი ვმუშაობთ, მიხედვა სჭირდება, სხვა შვილებს თუ არ უნდათ, ჩვენ რა დავაშავეთო…

ხანმოკლე დიალოგით რაღაც საკითხები გავარკვიე… მოხუცს უნდა გავსაუბრებოდი. სხვას არაფერს ვგეგმავდი და, ბარემ, პანსიონატისთვის გამწესებულ ხანდაზმულთან შესახვედრად, ქალთან ერთად წასვლა გადავწყვიტე.

ჭიშკარი, ეზო, სახლი, ყველაფერი განსხვავდებოდა ირგვლივ დანარჩენი ჭიშკრების, ეზოების და სახლებისაგან რაღაცნაირი გრანდიოზულობით, ყველაფერს ფუფუნების ელფერი დასდევდა…

ეზოში სხვადასხვა ხის ხილისაგან დამძიმებულ ტოტებს თავები დაეხარათ, მომეჩვენა, რომ ბოდიშს იხდიდნენ… ქალის ქმარი სახლის წინ დაგვხვდა – უნდა დაგვეხმაროთ! – ბრძანებითი წინადადების ბოლოს დიდი ძახილის ნიშანი თითქოს კიდეც გავიგონე და კიდეც დავინახე…

ვერ დავთვალე, რამდენი ოთახი გავიარეთ. მათგან ერთი სასურსათო მაღაზიის საწყობს მივამსგავსე – სხვაგან არსად წარმომედგინა ამდენი პროდუქტი, ერთად თავმოყრილი…

ლამაზ ჩუქურთმებიანი აივნის ბოლოს ოთახში შემიძღვა ქალი. ოთახი კუშტი, ცივი იყო, ხის საწოლით, ხისავე მაგიდით და სკამით, ხის ძველებური განჯინით. კედელზე რომელიღაც გარეული ცხოველის გაფშიკინებული ტყავი გაეკრათ, ყავისფერი ბეწვით, ოთხივე ტორის ბოლოში შავი ბრჭყალებით…

მაგიდასთან კი ძალიან ლამაზი გარეგნობის მოხუცი იჯდა… ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს მყოლია არც ერთი და არც მეორე, მთელი ცხოვრება ძმის და ბაბუის ნატვრაში გავატარე. აი, ზუსტად ასეთი ბაბუა მინდოდა მყოლოდა…

ჩემს მისალმებაზე ღიმილით მიპასუხა, ხოლო კითხვა, – როგორ ბრძანდებით მეთქი – უპასუხოდ დატოვა… მერე მივხვდი – ვერ მეტყოდა, კარგად ვარო და ვერც – ცუდად ვარო,  – იმას…

ქალს ვთხოვე, მარტო დავეტოვებინეთ – ასეთია ინტერვიუს ჩატარების წესი…

– საბუთებს გადახედეთო, მაგიდაზე დადო – პანსიონატში ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები უკვე შეეგროვებინათ…

შოთამ გამაოცა – ჩემს მიერ დასმულ ყველა, ვფიქრობ – საჭირო კითხვაზე დინჯი და გონივრული პასუხებით, სიდარბაისლე რომ დაჰკრავდა…

ოთხმოცდაშვიდის ვარო, ბოლო სამი თვეა, გადაადგილება მიჭირსო, მუხლებში ძალა გამომელიაო, მშენებელი ვიყავი, ოცდაათი წელი სახლებს ვაშენებდი, სულ მცირე, ორმოცამდე სახლი ამიშენებიაო, ეს და კიდევ დანარჩენი ოთხი შვილის სახლი თითქმის მარტო, ამ ხელებით ავაშენეო, ერთხელ უმცროსი შვილი ცუდად რომ გაგვიხდა, ზურგზე შემოვისვი და დიდ თოვლში თორმეტი კილომეტრი ფეხით გავიარე, სანამ ექიმთან ჩავიყვანეო…

ამ ეზოში ყველა ხე ჩემი დარგულიაო… ნადირობა მიყვარდა, ხშირად სუფრაზე თამადა ვიყავი, მეზობლები პატივს მცემდნენ, ჭკუას და აზრს მეკითხებოდნენო… ყველაფერი ჩაატია სათქმელში…

განჯინაში, ჩემდა გასაოცრად, რკინის ჯამი, რამდენიმე რკინისავე თეფში და ფინჯანი შევნიშნე…ააა, ალბათ სხვა პრობლემაა – მიზეზს ვეძებდი, ისეთს, რაც მოხუცის იქ გაგზავნას გაამართლებდა.

რკინის ჭურჭლის დანახვაზე ფსიქიატრიული საავადმყოფო გამახსენდა მილოშ ფორმანის ფილმიდან “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”… შოთას სიმშვიდის იმედად ვერ ვიქნებოდი და პათოლოგიური გულდასმით დავუწყე დათვალიერება მაგიდაზე დადებულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

“ფსიქიკურად ჯანმრთელი” – გარკვევით იკითხებოდა ექიმის ჩანაწერი!

რა არის აბა, რატომ არ შეიძლება ამ კაცმა სიცოცხლის ბოლო წლები საკუთარ სახლში გაატაროს…

თითქოს მიხვდა – მთავარი კითხვის დასმას ვერ ვახერხებდი და თვითონ განაგრძო – იქ წასვლას რაც შეეხება, იქნებ სადმე ახლოს გამიშვათ, შვილო, ხანდახან შაბათს რომელიმე შვილიშვილი ამომიყვანს და სახლს არ მომანატრებსო…

ჩემს შვილებს უჭირთ, რა ქნან, მოხუცს ბევრი სჭირდებაო… ახლა მე მელეოდა მუხლებში ძალა – მოხუცი კაცი ჩემთან თავის ხუთ შვილს იცავდა… აღარ შემეძლო…

ქალს სულმოკლეობამ სძლია და შემოვიდა… ჩვენც დავასრულეთ მეთქი…

-ახლა პენსიის საქმე როგორ იქნება, ხომ ისევ ჩვენ ავიღებთო – შოთა არავის უნდოდა, პენსია-კი!

ერთი კულმინაციური ეპიზოდი წინ მელოდა! პენსიის ხსენებიდან პანსიონატის დაფინანსების წესზე გადავედი. გაირკვა, რომ ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაფინანსება არ ეკუთვნოდათ და ყოველ თვეში ექვსას ლარამდე უნდა გადაეხადათ…

შოთას თვალებში შიშნარევი სიხარული დავინახე, ქალი კი ვეღარც თავს აკონტროლებდა და ვეღარც-ხმას: ექვსას ლარს თუ გადამიხდით, შოთასნაირს ხუთს მოვუვლიო!

რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს რა კანონები გქონიათო. მე, პრემიერი და კანონმდებლები გვერდიგვერდ აღმოვჩნდით გაბრაზებული ქალის ხახაში…

ხუთი შოთასნაირი სად არის!

ერთხელ, სამსახურში, დიდი რუსი პოეტის, კონსტანტინე სიმონოვისთვის საბჭოური ნომენკლატურის რომელიღაც უზრდელ წარმომადგენელს უთქვამს – თუ არ გინდა, წადი, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო…

სიმონოვს მიუგია, მართალი ბრძანდებით, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ არც ისეთი ადამიანები არსებობენ, რომელთა შეცვლა შეიძლებოდესო… ასე ვართ ადამიანები – ხის ფოთლებივით, ყველა განუმეორებელი და ერთადერთი…

არ იცოდა ქალმა, შოთაც ერთადერთი იყო, შრომისგან დაკოჟრილი ხელებით, ორმოცამდე აშენებული სახლით, ზურგზე შემოსმული შვილით, დიდ თოვლში, ფეხით გავლილი თორმეტი კილომეტრით და ერთგვარი რაინდული წარსულით, სადაც შრომასთან ლამაზად მონაცვლეობდნენ ნადირობისა და ლხინის ეპიზოდები…

პროფესიული (და ადამიანურიც!) ეთიკის კოდექსი განსჯით მიდგომას გვიკრძალავს – რაც არ უნდა გვემართებოდეს შიგნით… ამიტომაც, როგორც მოვახერხე, თბილად და კეთილი სურვილებით დავემშვიდობე ორივეს. შოთას დიდხანს სიცოცხლე ვუსურვე.

სახლიდან ჭიშკრამდე ახლა მე ვებღაუჭებოდი ხავსს შოთას შვილისა და რძლის სასარგებლოდ, იქნებ ბევრი შვილები და შვილიშვილები ახვევიათ, ყველა ამათ კისერზეა და ვეღარ აუდიან მეთქი. უკვე ჭიშკართან შვილებზე ვკითხე, – უშვილოები ვართო.

ეს მაკლდა კიდევ! ნეტა არ მეკითხა. წამოვედი.

“ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო არს” – ეკლესიასტედან, სხვა რა შეიძლებოდა გამხსენებოდა.

ყველაფერი ჩემსავით დამძიმებული მეჩვენა, ხეები, სახლები, სოფლის ტრაფარეტის ბოძის ძირში მიწოლილი ძაღლი, რომელიც ჩემი დანახვისას არც განძრეულა და მდინარე ჩხერიმელაც მძიმედ მოდიოდა ისიც, ზანტად…

ვინ იცის, რამდენჯერ უთევზავია აქ შოთას. ღმერთო…

რა იქნებოდა, რომ ერთხელ მის ანკესს ოქროს თევზი ამოჰყოლოდა! სად და ვინ წერს ამ ცხოვრების კანონებს! და საერთოდ, მართლა, ვინ გადაუფრინა გუგულის ბუდეს!

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ციური ჩუბინიძე

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

როგორ სასტიკად გადაუხადა ცოლმა მოღალატე ქმარს სამაგიერო.. ეს ისტორია კახეთში მოხდა..

Next Post

ის რაც შვილმა მოხუც მამას გაუკეთა შოკში ჩაგაგდებთ..

Next Post
ის რაც შვილმა მოხუც მამას გაუკეთა შოკში ჩაგაგდებთ..

ის რაც შვილმა მოხუც მამას გაუკეთა შოკში ჩაგაგდებთ..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In