განადგურებული, დაღლილი და უბედური როზალინდა ბებიასთან მივიდა. რთულ მომენტებში იგი ყოველთვის მიმართავდა ბებიას. ქმრის ამბის თხრობის შემდეგ, ბებიამ მას ღირებული რჩევა მისცა.
- გაკვეთილი, რომელიც უნა აითვისო
პრობლემები, რომლებიც გოგონას ცხოვრებაში იყო, წარმოუდგენელი და უსასრულო ჩანდა. საქმე მხოლოდ ქმრის ღალატს არ ეხებოდა, სამსახურში ყველაფერი რიგზე ვერ მიდიოდა, დედასთან კონტაქტი არ ჰქონდა და ამის გარდა, ბევრი უმნიშვნელო პრობლემა იყო.
ბებიამ როზალინდა სამზარეულოში შეიყვანა. აიღო სამი პატარა ტაფა და დაიწყო წყლით შევსება. თითოეული მათგანის შემდეგ, მან დაიწყო შემდეგი ინდგრედიენტების ჩაყრა: ერთ-ერთში მან ჩაყარა სტაფილო, მეორეში – კვერცხი, მესამეში – ყავის მარცვლები.
ქოთნები ცეცხლზე შემოდო და 20 წუთი გააჩერა. გარკვეული დროის შემდეგ, ბებიამ კვერცხები, სტაფილო და ყავა ცალკ-ცალკე ჭიქებში გადაიტანა.
როზალინს არ ესმოდა რის თქმას ცდილობდა ამ ყველაფრით ბებია და ამიტომ პროიცესის ნახვას განაგრძობდა. ბებიამ შვილიშვილს სთხოვა, რომ თითოეულ საგანს ცალკ-ცალკე შეხებოდა. როზალინდამ აღნიშნა, რომ სტაფილო რბილი და მორჩილი გახდა, კვერცხი მყარი და ძლიერი, ხოლო ყავა უფრო არომატული.
ხანდაზმულმა შვილიშვილს უთხრა, რომ წყალი არის ერთგვარი სტრესი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილმა პროდუქტებმა განიცადეს.
- რა არის დასკვნა?
ამის შემდეგ ბებიამ შვილიშვილს დაუსვა კითხვა, თუ როგორ იქცევა რთულ სიტუაციებში. ის დაფიქრდა. რთულ ვითარებებშიც კი, რომლებიც ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში კითხვის გარეშე მოდის, უნდა ვეცადოთ და გამოვავლინოთ სიმტკიცე, ნებისყოფა და ხასიათი. არ დავკარგოთ ოპტიმიზმი და რაც მთავარია იმედი.
მოხუცმა ქალმა ასევე დაამატა, რომ ბედნიერები არიან ისინიც, ვინც ყველა სირთულის მიუხედავად, პოზიტიურად ფიქრობენ და ადაგროვილი პრობლემების გადაჭრის გზებს ეძებენ.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.
ყურადღება: ფოტო პირობითია