• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, October 20, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home Uncategorised

“ქმრის მეგობარმა გამაუპატიურა” – ქართველი გოგონას მძიმე ისტორია, რომელიც მოძალადისგან დაფეხმძიმდა

by inew
18 March 2023
in Uncategorised
0
“ქმრის მეგობარმა გამაუპატიურა” – ქართველი გოგონას მძიმე ისტორია, რომელიც მოძალადისგან დაფეხმძიმდა
0
SHARES
13.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

“გვიან მივხვდი, რომ მოძალადისგან ფეხმძიმედ ვიყავი”

ბოლო დროს გაუპატიურების  გახშირებული ფაქტების გახმაურების შემდეგ ერთმა ქალბატონმა დაგვირეკა, – მოძალადეს სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა მიესაჯოს, ასეთმა მხეცმა მეც დამინგრია ცხოვრებაო – მითხრა აკანკალებული ხმით.

შეხვედრა ვთხოვე, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. ტელეფონით გასაუბრებაზე კი დამთანხმდა.

ქალბატონს პირობითად ნანა დავარქვი. აი, რა გვიამბო მან:

– მე და ჩემი ქმარი ახალი დაქორწინებული ვიყავით და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ერთ საღამოს, როცა მეუღლე ღამის ცვლაში მუშაობდა, კარის საკეტი გამიფუჭდა.

შემეშინდა, მარტო როგორ დავიძინო ღია კარში-მეთქი და ქმარს დავურეკე, – ამაღამ დედასთან გავათევ, დილით გამომიარე და ერთად დავბრუნდეთ შინ-მეთქი.

უკვე გვიანია, სად უნდა წახვიდე, გურამს (პირობითი სახელია) დავურეკავ და საკეტს გააკეთებსო, მითხრა მეზობლად მცხოვრებ მეგობარზე. ცოტა ხანში მართლაც მოვიდა გურამი და საკეტი შეაკეთა. მეც მშვიდად დავიძინე.

შუაღამისას, ღრმა ძილში ვიგრძენი, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. შეშინებულმა  ხელი ღამის ნათურისკენ გავწიე, ჩართვა კი მოვასწარი, მაგრამ ყვირილი – ვერა, გურამი იყო, ჩემი ქმრის მეგობარი და მეზობელი, მთვრალი, გაბოროტებული…

მხეცივით მეცა და ფერება დამიწყო. ვყვიროდი, მუშტებს ვურტყამდი, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვუძალიანდებოდი, მაგრამ  ამაოდ…

როდესაც გულისწადილი აისრულა, გასაღები საწოლზე დამიგდო, კიდევ შევხვდებითო, – ჩაიქირქილა და წავიდა. როგორც ჩანს, საკეტი რომ გააკეთა, შეუმჩნევლად აიღო სათადარიგო გასაღები.

რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი ავხორცი და ნაძირალა იყო. სიმწრისგან ვღმუოდი, წარმოვიდგინე დანგრეული ოჯახი, სირცხვილი და შემეშინდა, ამ ამბავს ვერავის გავუმხელდი… ჩუმად გადავიტანე საშინელი ტკივილი.

– აპატიეთ? ამან უფრო არ გაათავხედა?

– დავემუქრე, თუ ჩემს სახლში ფეხს შემოდგამ ან ჩემი ქმრის გვერდით გაივლი, მოგკლავ-მეთქი.

მერე ქმარიც დავარწმუნე – მარტო შინ ვერ ვრჩები, შიში დამჩემდა, იქნებ შენს მშობლებთან გადავიდეთ საცხოვრებლად, ან სულაც ჩემების ახლოს, როცა შინ არ იქნები, გვერდით ვინმე რომ მყავდეს-მეთქი.

დედამთილ-მამამთილთან გადავსახლდით. ნეტავ თავიდანვე იქ ვყოფილიყავით. ამ ტკივილს ხომ არ გადავიტანდი… მოძალადისგან შვილი მყავს, მაგრამ ამას გვიან მივხვდი.

როდესაც დავფეხმძიმდი, კი გამკრა გულში, ვაითუ, ბავშვი მისგან იყოს, მერე რა წყალს მივცე თავი-მეთქი, მაგრამ ბიჭუნა დაბადებიდანვე ისე მგავდა, თავი დავიმშვიდე, გადავრჩი-მეთქი და დავივიწყე ის საშინელი ღამე, სანამ კიდევ ერთი საშინელი ღამე არ დამიდგა.

სამი შვილი გვყავს, უბედნიერესი ოჯახი გვქონდა, მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც პოლიციიდან დაგვირეკეს, თქვენი ვაჟი ავარიაში მოხვდა, დაშავდა და რეანიმაციაშიაო, მუხლები მომეკვეთა.

სისხლის გადასხმა სჭირდებოდა. მისი სისხლის ჯგუფი არც ჩემსას დაემთხვა, არც მამისას. ქმარი გაოგნებული მიყურებდა, – რა ხდებაო.

დავკარგე ფერი, აზროვნების უნარი, გამახსენდა, როგორ გამაუპატიურა ქმრის მეგობარმა და დაჭრილი ნადირივით ავღრიალდი.

ერთი კვირა გონს არ ვიყავი. არ გამიგია, როგორ გადარჩა ჩემი შვილი. როცა თვალები გავახილე, ქმარი თავზე მადგა.

განადგურებულმა მკითხა, – დაბრუნდი? ხომ აღარ შემაშინებო და საშინლად შემრცხვა, რომ ასეთ კაცს მთელი სიცოცხლე ვატყუებდი.

– უთხარით ყველაფერი?

– რა მექნა, უკვე ვეღარ დავმალავდი, რადგან იმ სამშობიაროსთვის ჩივილს აპირებდა, სადაც უფროსი ვაჟი გავაჩინე – ბავშვი გაგვიცვალესო.

– შვილს არ უთხარით სიმართლე?

– არა. ჩემმა ქმარმა, მართალია, ძნელად, მაგრამ მაინც გადაიტანა ეს ტრაგედია. თვითონ მითხრა, – ბიჭს არაფერი ვუთხრათ, ის ჩემი შვილია და იქნებაო.

შემეშინდა, შური არ ეძია და ვთხოვე, ისედაც გამწარებულ სიცოცხლეს უფრო ნუ გამიმწარებ-მეთქი. დამამშვიდა, – იმ არაკაცს, როგორც ჩანს, უკან დაუბრუნდა ყველა ბოროტება და ღვიძლის სიმსივნით მოკვდაო.

– თავიდანვე რომ გეთქვათ ქმრისთვის, რა შეიცვლებოდა?

– არ ვიცი, შესაძლოა, ყველაფერი თავდაყირა დამდგარიყო, ჩემს ქმარს საშინელება ჩაედინა. ჩემმა ბიჭმა რა დააშავა, მაგრამ ზუსტად რომ მცოდნოდა, ვის ნაყოფს ვატარებდი მუცლით, შვილს მოძალადისგან არ გავაჩენდი…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო გამრეკელი; წყარო: კვირისპალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ჰოდა, აესე ვზივარ და მომდის უსუსურობის ღაპა-ღუპები და მომიკაკუნა ამ კაცმა ზურგში…”

Next Post

ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო..არადა მერე მივხვდი, რომ მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, მართალს მეუბნებოდა, როცა მარიგებდა, ცოტაოდენი ფული შენთვის მოიტოვეო – ემიგრანტი დედის ისტორია..

Next Post
ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო..არადა მერე მივხვდი, რომ მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი,  მართალს მეუბნებოდა, როცა მარიგებდა, ცოტაოდენი ფული შენთვის მოიტოვეო – ემიგრანტი დედის ისტორია..

ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო..არადა მერე მივხვდი, რომ მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, მართალს მეუბნებოდა, როცა მარიგებდა, ცოტაოდენი ფული შენთვის მოიტოვეო – ემიგრანტი დედის ისტორია..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In