ბერნი და დიანა შეიძლება იდეალურ ქორწინებაში მყოფ წყვილად მივიჩნიოთ. მათ ხუთი მშვენიერი ვაჟი გაზარდეს.
როდესაც ოთხი მათგანი გაიზარდა და მშობლების სახლი დატოვა, წყვილმა კიდევ ერთი შვილის გაჩენა გადაწყვიტა.
დიანასთვის უკვე საკმაოდ სახიფათო იყო მის ასაკში მშობიარობა, ამიტომ წყვილმა გადაწყვიტა გოგონა აეყვანა. ობლების სურათებს რომ ათვალიერებდნენ, მათი ყურადღება ჩვილი ბავშვის შავ-თეთრმა ფოტომ მიიპყრო. ეს დაბალი ხარისხის ფოტო მკვეთრად გამოირჩეოდა დანარჩენი ფერადი სურათებისგან. დიანას შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ სწორედ ეს გოგონა უნდა აეყვანათ.
როდესაც ბერნიმ და დიანამ თქვეს, რომ მათ შავ-თეთრ ფოტოზე ნაჩვენები გოგონას შვილად აყვანა სურდათ, სოციალურმა მუშაკებმა მათ იმედი გაუცრუეს. თავდაპირველად, ისინი მორიდებით პასუხობდნენ ამ ბავშვის შესახებ ყველა კითხვას. თანამშრომლებმა უბრალოდ თქვეს, რომ გოგონას რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა და არ ურჩევდნენ მის შვილად აყვანას.
ამის მიუხედავად, დიანა და ბერნი დაჟინებულით იყხოვდნენ მის აყვანას შემდეგ სოციალურმა მუშაკებმა მათ საშინელი სიმართლე უთხრეს გოგონაზე. ცუდი მოპყრობის გამო, მისი გონებრივი განვითარება ჩვილობის ასაკს უტოლდებოდა.
ბავშვი უკვე 9 წლის იყო, მაგრამ მას ისევ საფენი ეცვა და ლაპარაკიც კი არ შეეძლო. ამის მოსმენის მიუხედავად ბერნის და დიანას არ შეუცვლით გადაწყვეტილება.
შემდეგ მათ მოუყვეს გოგონას საშინელი წარსულის შესახებ. შვიდი წლის ასაკამდე მშობლები მას ცხოველებზე უარესად ეპყრობოდნენ!
დეტექტივმა მარკ ჰოლსტმა, რომელმაც გოგონა აღმოაჩინა, გაიხსენა: ”27 წელია პოლიციაში ვარ და ეს ყველაზე ცუდი შემთხვევაა ჩემს კარიერაში! სახლში ყველგან, სადაც ბავშვი ცხოვრობდა საშინელი სიბინძურე იყო. გარშემო ყველაფერი ფაქტიურად ტარაკნებით იყო სავსე. მთელი ამ საშინელების ფონზე, ჩვენ მხოლოდ ერთი სველი საფენით აღმოვაჩინეთ ძალიან გამხდარი მწოლიარე 7 წლის გოგონა ”.
გოგონას ბიოლოგიურ დედას ჩამოერთვა მეურვეობის უფლება და დაუნიშნეს სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობა. თავად ბავშვი, რომელსაც დენიელი ერქვა, სპეციალურ თავშესაფარში გაგზავნეს.
წელიწადნახევარში ბავშვთა სახლში დანიელმა ისწავლა მყარი საკვების მიღება, მაგრამ დანარჩენი თითქმის ისევე იყო, როგორც ბავშვთა სახლში გადაყვანამდე.
გოგონაზე სიმართლე რომ შეიტყვეს, დიანა და ბერნი შეშინდნენ, მაგრამ გადაწყვეტილებას მაიმც არ ცვლიდნენ. წყვილმა გადაწყვიტა ბავშვის თანდათანობით გაცნობა. ”პირველად რომ დამინახა დენიელი კუთხეში დაიმალა თითქოს ეშინოდა, ბავშვის თვალებში ჩახედვისას მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დავეხმარებოდი ”, – იხსენებს დიანა.
სოციალური მუშაკების თქმით, გოგონას და მის ახალ დედას შორის საოცარი სულიერი კავშირი იყო. დანიელი, ჩვეულებრივ ისტერიკაში ვარდებიდა უცხო ადამიანების დანახვაზე. იგი დარბოდა ოთახში და ცდილობდა დაეკბინა თუ კი იცხო ადამიანი მას მიუახლოვდებოდა. დაიანა იყო ერთერთი, ვინც მოახერხა გოგონას ნდობის მოპოვება.
ორი კვირის განმავლობაში დიანა და ბერნი ყოველდღე სტუმრობდნენ გოგონას თავშესაფარში და უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდნენ მასთან. როდესაც დანიელმა საბოლოოდ კარგად იგრძნო თავი თავის ახალ მშობლებს, მათ ნება დართეს, რომ შვილად აეყვანათ.
ბუნებრივია, დიანასა და ბერნის პროფესიონალი ფსიქოლოგები და კარგად გაწვრთნილი მასწავლებლები დაეხმარნენ გოგონას აღზრდაში. მათი ნაამბობის თანახმად, მეუღლეებმა ყველაფერი სწორად გააკეთეს, მათ სახლში გოგონამ შეცვლა დაიწყო ჩვენს თვალწინ.
რვა წლის განმავლობაში, რაც დენიელმა ლეროების ოჯახში გაატარა, იგი მთლიანად გარდაიქმნა. 13 წლის ასაკში მისი გონებრივი განვითარება უკვე 6 წლის ბავშვის დონეზე იყო. ახლა მისი მაჩვენებლები შეესაბამება საშუალო სკოლის მოსწავლის დონეს. დაიანამ და ბერნიმ საკუთარი მაგალითით აჩვენეს, რომ სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია.
თხოვნაა გააზიაროთ პოსტი და სურვილის შემთხვევაში კომენტარებში გაგვიზიაროთ თქვენი აზრი.
ყურადღება: ზოგიერთი ფოტო პირობითია