ქალბატონი 31 წლის წინ გაშვილებულ გოგონას ეძებს, რომელიც დიდი სიყვარულის შედეგად ჩაისახა. მისი უდიდესი ტკივილით სავსე წერილი ქსელში გამოქვეყნდა:
„არასოდეს მიჭირს საუბარი და არც ინტელექტს ვემდური,მაგრამ ეს ის თემაა, რომელზეც ემოციების გარეშე ვერ ისაუბრებ და ძალიან რთულია შენი ემოცია სწორად გაიგოს ბევრმა…
ახლა კი მინდა იმ ტკივილზე ვთქვა,რომელიც 31 წელი აწვალებს შენს გამჩენ დედას….
მინდა გითხრა, რომ 100%-ით დიდი და ლამაზი სიყვარულის ნაყოფი ხარ, რომელსაც სამწუხაროდ მაინც შენი გაშვილება მოჰყვა ….
დედამ ძალიან ბევრი იწვალა, ენით აუტანელი დამცირება და სულიერი ომი გადაიტანა, მაგრამ მაინც სიცოცხლე შეგინარჩუნა, რადგან გოგო-ბიჭის მთელი საახლობლო
შენს მოშორებას ითხოვდა…
დედამ გაგაჩინა,მაგრამ სამწუხაროდ, მეტად ვეღარ დაგიცვა!
ამ 31 წლის მანძილზე ერთი წამით არ დავიწყებიხარ, შენი პირველი ტირილი ვერც შვილებმა და ვერც შვილიშვილებმა შეუცვალა, პირიქით, უფრო გაუძლიერა შენი პოვნის სურვილი, რომლის იმედი არასოდეს დაუკარგავს…
იცოდე, პატარავ, შენი დედა იმ დღის შემდეგ ყოველდღე კვდებოდა, მაგრამ ყველა ახალი წლის ღამეს ეს სიკვდილი ასმაგად მტკივნეული იყო მისთვის…
შენ კი მეკვლე იყავი შენი მშვილობელი ოჯახის ფუძის, რომელსაც უდიდესი სიხარული მოუტანე და ბედნიერი ახალი, 1990 წელი დაუყენე…
და ამ მცირედით იმედებდა თავს შენი ბიოლოგიური დედა ამდენი წლები…
გეძებს… გიპოვის… და იცი, რატომ? იმიტომ, რომ უნდა გითხრას, რა მოხდა სინამდვილეში…
იმიტომ, რომ უნდა გვაჩვენოს, რომ მაშინდელი საზოგადოების გაუნათლებლობისა და ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ისიც მსხვერპლია, როგორც შენ.
არა, პატარავ, არ გეგონოს, რომ თავს იმართლებს… პირიქით,რცხვენია შენი,ასე რომ მოგექცა…
გეძებს იმიტომ, რომ შენ უფლება გაქვს, იცოდე ფესვები შენი…
გეძებს იმიტომ, რომ უნდა, დაგანახოს რომ არაა ისეთი ცუდი, როგორიც შეიძლება, შენ გგონია…
გიპოვის, აუცილებლად გიპოვის და შენ შეგეცოდება, რადგან ნახავ,რაოდენ ძლიერი ქალია და გაგიკვირდება, რატომ ვერ მოახერხა შენი დაცვა…
გიპოვის, გაიცნობ და მერე გულით შეგიყვარდება, რადგან ნახავ, რაოდენ საოცარი, ნამდვილად უკარგესი ადამიანია ყველასთვის, მიუხედავად მისი ამხელა სულიერი ტკივილისა…
მამა? მასაც უყვარხარ, პატარავ… მართლა უყვარხარ….
არც ისაა ცუდი ადამიანი… მაშინ რა იყო მიზეზი? „რას იტყვის ხალხი“… რამაც დაღუპა მთლიანად, ეს ერთი მუჭა ქართველი ერი…
(ყველაზე მთავარი მიზეზი – შეხვედრისას!!!)
დაიბადე 1989 წლის 31 დეკემბერს, ოზურგეთის სამშობიარო სახლში, რომლის დირექტორი იყო არსენ ჭელიძე …
სამშობიარო სახლიდან გაეწერა დედა 1990 წლის 8 იანვარს და რამდენიმე წუთში შენც წაგიყვანეს სავარაუდოდ, ბათუმში…
შენი დაბადების მოწმობა აღებული იყო ოზურგეთის სოფელ გურიანთის სასოფლო საბჭოში, როგორც ნანული პაპიძე…
და თუ ნახავ ამ პოსტს, შეეხმიანე დედას, შენ მას ძალიან სჭირდები…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია..
წყარო: პრაიმტაიმი