• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, June 27, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჩემი გამზრდელიც და ბიოლოგიური დედაც ჩემს გამო მოკლეს“ – კახელი ქალის უმძიმესი ისტორია ისტორია

by inew
26 April 2025
in საზოგადოება
0
„ჩემი გამზრდელიც და ბიოლოგიური დედაც ჩემს გამო მოკლეს“ – კახელი ქალის უმძიმესი ისტორია ისტორია
0
SHARES
22.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

მაია ყაჭიაშვილი 10 თვის იყო, როდესაც სოფელ კალაურში, ერთ-ერთ ოჯახში, ნუშის ძირას იპოვეს. 1964 ან 1965 წელი იქნებოდა. წინსაფრის ჯიბეში ერთი ცალი „პეჩენია“ ედო.

ოჯახი, რომლის ეზოშიც მაია იპოვეს, უშვილო გახლდათ და, რაღა თქმა უნდა, ქალს მაშინვე შეუვარდა პატარა გოგონაზე გული.

ქმარი ეწინააღმდეგებოდა თურმე, არ უნდოდა მისი შვილად აყვანა, მაგრამ ბოლოს ცოლმა დაიყოლია და ოჯახმა მათ ეზოში მიტოვებული ბავშვი იშვილა.

მაია „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უყვება თავის თავგადასავალს, როგორ მოკლეს მის გამო ორი დედა – გამზრდელიც და ბიოლოგიურიც…

– დავიბადე გურჯაანში ან ყვარელში. 10 თვის ვიყავი, რომ გამაშვილეს – კალაურში, ეზოში მიპოვეს ნუშის ძირში. „ფართუკის“ ჯიბეში ერთი „პეჩენია“ მედო. მიშვილა ძალიან კარგმა ხალხმა.

ვეტ ექიმი იყო ჩემი გამზრდელი მამა. ამ ამბიდან 9 თვის შემდეგ დედა თავისმა მაზლის შვილმა გამოასალმა სიცოხლეს – თოფით მოკლა ჩემი გამზრდელი დედა ჩემ გამო, რატომ აიყვანეთ შვილი, თქვენი ქონება მე უნდა დამრჩესო..

მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გამო ჩემმა გამზრდელმა მამამ ცოლი დაკარგა, მაინც ძალიან ვუყვარდი. რას არ მიკეთებდა, რომ კარგად ვყოფილიყავი, თან მყვებოდა და ახლაც, გარდაცვლილი, ყველაზე ძალიან მიყვარს.

სამი წლის ვიყავი, რომ მეორედ დაქორწინდა, მაგრამ დედინაცვალი მცემდა და ეს რომ გაიგო, გაშორდა მაშინვე. შემდეგ 8 წლის ვიყავი, როცა კიდევ ერთხელ დაქორწინდა და ძალიან კარგი ქალი შეირთო.

სწორედ მისგან გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი. მეზობელმა მკითხა, შენი დედინაცვალი სახლშიაო? და მე მას ვუთხარი ამის შესახებ. დამსვა და მითხრა: როგორი დედაც თამარა (გამზრდელი დედა) იყო შენთვის, ისეთი დედა ვარ მეცო.

სწორედ მან გამზარდა და მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ეს დედინაცვალიც დაიღუპა. ამის შემდეგ მამას დისშვილმა წამიყვანა თელავში და მზრდიდა მამიდაშვილი და მისი ცოლი.

თავადაც ჰყავდათ 3 ბიჭი და მეოთხე გოგო გვყავსო, ჩემზე ამბობდნენ და უხაროდათ. სკოლაშიც მათ მიმიყვანეს. საერთოდ არ მიგრძვნია, რომ უცხო ვიყავი მათთვის, ის ბიჭებიც ძმები არიან ჩემთვის, ახლაც.

მერე გამოჩნდა დედაჩემი – ბიოლოგიური დედა. სკოლაში მომაკითხა და მითხრა, მე ვარ დედაშენიო. მას ერქვა დოდო (მერისაც ეძახდნენ). არც და ჰყავდა და არც ძმა.

ვერ მივიღე ეს ქალი, ვერ შევიყვარე. სკოლის ფანჯრიდან რომ დავინახავდი ხოლმე, მოდიოდა, გავრბოდი და ვიმალებოდი, არ მინდოდა მასთან ურთიერთობა.

მარტო იმას ვითხოვდი, ეთქვა, მამა ვინ იყო, მაგრამ ისე მოკვდა, რომ არ მითხრა.

ისე განვიცდიდი, გამზრდელ მამას არ ენერვიულა, რომ ისე მოკვდა, არც ის იცოდა, დედა რომ მაკითხავდა და არც ის – მამის მოძებნა რომ მინდოდა.

შენ მარტო ჩემი ხარო, მეტყოდა ხოლმე და გულში მიკრავდა. ჩემს შვილებზეც თან იყო გადაყოლილი და სიგიჟემდე უყვარდა.

ჩემმა ქმარმა 15 წლისა მომიტაცა და თელავში ვცხოვრობდით. დოდომაც იქ იყიდა ბინები და თავის დეიდასთან და დეიდის ქმართან ერთად ცხოვრობდა.

მოდიოდა ჩემთან სტუმრად, მაგრამ არ ვიღებდი. მერე ჩემს ქმარს დაუახლოვდა და ასე სცადა ჩემთანაც დააახლოებაც. ერთი პერიოდი თითქოს მივიღე კიდეც, მაგრამ გული არა და არ მომიბრუნდა მასზე.

ერთხელ ქუჩაში შემხვდა შემთხვევით და მითხრა, შენს ერთ შვილს (სამი შვილი მყავს) ჩავწერ ჩემთან სახლში, რომ ჩემი ქონება მას დარჩესო. მე შორს დავიჭირე და ვიუარე.

როგორც ჩანს, ამის შესახებ სახლში მოჰყვა და დეიდამისმა და ბიძამისმა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს.

ტყეში წაიყვანეს შინდის მოსაკრეფად და ნაჯახით მოკლეს. რაღა თქმა უნდა, ორივე დააკავეს და სასჯელიც მოიხადეს.

იქნებ რომ დავთანხმებულიყავი შვილის ჩაწერაზე, უკვე აღარ ჩაედინათ ეს დანაშაული, მაგრამ ისეთი აგრესიული ვიყავი მის მიმართ, რომ მისი არაფერი მინდოდა. გასვენებაშიც არ ვყოფილვარ.

ამ ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე ავტობუსში დამემგზავდა დოდოს დეიდა და მან მითხრა მამაჩემის შესახებ ორიოდე სიტყვა: აფენიდან ან ლელიანიდან უნდა იყოს, ოთარი ჰქვია და ან კოჭლობს, ან სახეზე ნაიარევი უნდა ჰქონდესო.

მე როცა გამაშვილა დედაჩემმა, იმ დროს მამა ყოფილა ციხეში. დედაჩემის მკვლელობის მერე მალევე გამოსულა ციხიდან და მისულა ჩემებთან (გამზრდელ მამასთან) და უთქვამს, პირდაპირ ციხიდან მოვდივარ, ჩემი შვილი გამატანეთო, მაგრამ გაუგდიათ.

ახლა ძალიან მინდა, რომ მამა ვიპოვო და იქნებ ამოიცნოს ვინმემ და მაპოვნინოს.

გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

წყარო: primetime.ge

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„უშვილიო ვიყავი და ამის გამო ქმრისგან წასვლა ბევრჯერ დავაპირე, თუმცა არაფრით არ მიშვებდა.. თავიდან ვფიქრობდი, რომ ამას ჩემი სიყვარულის გამო აკეთებდა, თუმცა ამის რეალური მიზეზი გვიან გავიგე..“

Next Post

„რესტორანში კაცმა წამოიყვირა პირველი შვილის მამა გავხდი და ყველას ჩემს ხარჯზე გაუმასპინძლდითო, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შემხვდა ეს კაცი 4-5 წლის შვილთან ერთად და ვკითხე რატომ მოიტყუეთქო,ისეთი პასუხი გამცა შოკში ჩავვარდი..“

Next Post
„რესტორანში კაცმა წამოიყვირა პირველი შვილის მამა გავხდი და ყველას ჩემს ხარჯზე გაუმასპინძლდითო, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შემხვდა ეს კაცი 4-5 წლის შვილთან ერთად და ვკითხე რატომ მოიტყუეთქო,ისეთი პასუხი გამცა შოკში ჩავვარდი..“

„რესტორანში კაცმა წამოიყვირა პირველი შვილის მამა გავხდი და ყველას ჩემს ხარჯზე გაუმასპინძლდითო, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შემხვდა ეს კაცი 4-5 წლის შვილთან ერთად და ვკითხე რატომ მოიტყუეთქო,ისეთი პასუხი გამცა შოკში ჩავვარდი..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In