თუ ვინმე ახლახანს გაიცანით, ნუ დატოვებთ სასმელს უყურადღებოდ. სამწუხაროდ, მსოფლიოში ბევრი “არაკეთილსინდისიერი” ადამიანია და მათგან საუკეთესო დაცვა სიფხიზლე და სიფრთხილეა.
როჰიპნოლი არის ნარკოტიკული საშუალება, სამწდიცინო ენაზე – ფლუნიტრაზეპამი – არის ძლიერი დამამშვიდებელი, ან უბრალოდ საძილე აბი, რომელიც მკაცრად გაიცემა რეცეპტით ევროპაში და სრულად აკრძალულია შეერთებულ შტატებში. ამასთან, ხალხი მაინც პოულობს მისი მოპოვების გზებს.
ამ პრეპარატს ცუდი მიზნების განხორციელებისთვისაც იყენებენ. მამაკაცები მას ფარულად ურევდნენ გოგონების სასმელში ისე, რომ ისინი სრულიად ითიშებოდნენ პრობლემა იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა გადაწყვიტა მოქმედება დაეწყოთ.
ოთხმა ახალგაზრდამ შეიმუშავა ბრწყინვალე და მარტივი გზა იმისათვის, რომ ქალები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. მათ გამოიგონეს სპეციალური ფრჩხილის ლაქები, რომლებიც რეაგირებენ ყველაზე გავრცელებულ წამლებზე, რომლებსაც ურევენ სასმელში.
ეს მარტივია – უბრალოდ ჩაუშვი თითი სასმელში და დაელოდე შედეგებს. თუ ლაქმა ფერი შეიცვალა, თქვენ ნამდვილად საფრთხეში ხართ.
რა თქმა უნდა, გამოგონება ჯერ მზად არ არის ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის და ჯერჯერობით მხოლოდ ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული წამლის დადგენა შეუძლია, მაგრამ დეველოპერები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მალე შეეძლებათ ამ პროდუქტების მთელი რიგის გამოცემა ასეთ ლაქზე მოთხოვნა ნამდვილად მაღალი იქნება.
ამ გამოგონების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გოგონას შეუძლია სწრაფად გაარკვიოს შედეგი, ხოლო თავდამსხმელის მხრიდან ეჭვს არ იწვევს. თუ პასუხი დადებითია, პოტენციურ მსხვერპლს ექნება დრო, რომ “ცოტა ხნით მოშორდეს“ მოძალადეს და პოლიცია გამოიძახოს.
სანამ მაღაზიის თაროებზე ლაქი არ გამოჩნდება, ხალხმა სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს გასართობი ადგილების მონახულებისას. თუ ვინმეს ახლახანს შეხვდით, ნუ დატოვებთ სასმელს უყურადღებოდ.