ალბათ, ყველამ არ იცის, რომ სახლში ყველაფრის შენახვა არ შეიძლება. გახსოვდეთ, რომ ნეგატიური ენერგეტიკა მტვრიან და ჭუჭყიან ადგილებში იბუდებს. დღესვე დაიწყეთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და დაუყოვნებლივ გადააგდეთ ყველა ნივთი, რომელიც სახლის ენერგეტიკას აბინძურებს.
- გადაყარეთ გაბზარული ჭურჭელი
თეფში და ჯამი ოჯახის სიმბოლოა. მასზე გაჩენილი ბზარები კი შესაძლოა, ოჯახის წევრთა ურთიერთობაში გაჩენილ პრობლემებზე მიანიშნებდეს. გაბზარული ჭურჭელი არღვევს საკვების ენერგეტიკას და შეიძლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანიც კი გახადოს. ბევრი დიასახლისი ახალ და ლამაზ ჭურჭელს კარადის თაროებზე, გამოსაჩენ ადგილებზე აწყობს, ყოველდღიურად კი ძველი, დაზიანებული ჭურჭლით სარგებლობს.
ასეთ დიასახლისებს არ უნდა უკვირდეთ, რატომ ავადმყოფობენ ოჯახის წევრები და რატომ არ ლაგდება მათი ცხოვრება. ჭურჭელზე გაჩენილი ბზარები მისი მფლობელის ცხოვრებაზე აისახება. თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება ნათელი გახდეს, გამოალაგეთ კარადებში შეწყობილი ძვირფასი ჭურჭელი და ყოველდღიურად გამოიყენეთ, ხოლო დაბზარული ჭურჭელი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ, გადაყარეთ.
- გადაყარეთ დახეული ფლოსტები
გირჩევთ, დროულად მოაშოროთ სახლიდან ძველი, დახეული ფლოსტები, რადგან ისინი უარყოფით ენერგიას იზიდავს. ასევე, არასასურველია ძველი, დახეული ტანსაცმლის შენახვა. დაახარისხეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრთა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი პრინციპით – გამოიყენებთ თუ არა მას მომავალში, შემდეგ კი უსარგებლო ნივთები თავიდან მოიცილეთ. თუ შეამჩნიეთ, რომ კარადა ძველი და უსარგებლო ტანსაცმლით გაივსო, დაუყოვნებლივ განთავისუფლდით მათგან.
ნუ გააჩერებთ მოკლული ცხოველების ნარჩენებს და მხეცების პორტრეტებს
სასურველი არ არის, სახლში მოკლული ცხოველების რქები, ტყავები და ფიტულები იქონიოთ. გახსოვდეთ, რომ წამებით მოკლული ცხოველების ნარჩენები უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელია.
ამასთანავე, ნახატები, რომელზეც ასახულია გარეული მხეცები, შეიძლება, სახლში ნერვიული ატმოსფეროს შემქმნელად მოგევლინოთ.
ნუ გააჩერებთ სახლში დამტვრეულ საყოფაცხოვრებო ნივთებს და გაბზარულ სარკეს.
უფრთხილდით ზოგიერთ მცენარეს:
- ხვიარა მცენარე გარეთ გაიტანეთ
სახლში არ უნდა იქონიოთ ხვიარა მცენარე, რომელიც კადლებს ფარავს. ბებიების რწმენით, ისინი დაავადების შემკრებად გვევლინებიან. ეს მზაკვარი მცენარე მშვენივრად გამოიყურება და სახლის კედლებსა თუ თაროებს ალამაზებს, მაგრამ ამასთანავე, მაგნიტივით იზიდავს ავადმყოფობას. გამოსავალი არსებობს – გაიტანეთ ისინი სახლის გარეთ და ის დაიცავს თქვენს სახლს ავადმყოფობისგან.
თუ ხვიარა მცენარე გარეთ გასატანად არ გემეტებათ, ისე გაკრიჭეთ, რომ სახლის კედლებს არ ეფინებოდეს. შესაძლებელია, ტოტებისთვის ლითონის კარკასი გააკეთოთ.
- გამხმარი ჭაობის მცენარე ავადმყოფობას იზიდავს
მიუხედავად იმისა, რომ გამხმარი ჭაობის მცენარე (კამიში) ლამაზად გამოიყურება, მისი სახლში შეტანა სახიფათოა. ის იზიდავს უბედურებას, ავადმყოფობასა და სიკვდილს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახლში სხვა გამხმარი ყვავილების შეტანა არ შეიძლება.
ლარნაკში მოთავსებული გამხმარი ყვავილების თაიგული სიმყუდროვის ატმოსფეროს ქმნის, კეთილდღეობის მოპოვებაში გეხმარებათ, ანეიტრალებს უარყოფით ენერგეტიკას და იცავს თქვენი ოჯახის წევრებს ეპიდემიებისგან.
ნუ გაახარებთ სახლში ისეთ ყვავილებს, რომლებსაც, ტრადიციულად, სასაფლაოებზე რგავენ.
წიწვოვანი ტოტების სახლში შეტანა ცუდის ნიშანია, ეს მხოლოდ ახალი წლის პერიოდშია ნებადართული.
ნუ შეიტანთ სახლში ნაჩუქარ პალმას – უბედურებას მოგიტანთ.
მაშ ასე, დაიწყეთ საგაზაფხულოდ სახლის გადახალისება და თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები, სახლში იქონიეთ ქოთნის ყვავილები და ცხოველების ფიგურები.
ქოთნის ყვავილები მშვენივრად ასახავს მფლობელის სულიერ მდგომარეობას. თუ თქვენ ზრუნავთ ყვავილებზე, ისინი თავიანთი მდგომარეობით განიშნებენ, რამდენად ჯანსაღია სახლის ენერგეტიკა. ცოცხალი ყვავილების გვერდით თქვენ მიიღებთ მხნეობისა და სიმშვიდის მუხტს. ასე რომ, თამამად იქონიეთ სახლში ქოთნის ყვავილები.
ცხოველების ფიგურები კი დაიცავს თქვენს სახლს უბედურებისგან და ფულის გადინებისგან.
ძაღლები, დათვები, ვეფხვები და დრაკონები თქვენი ოჯახის მცველები გახდებიან. ჯარისკაცების, მეომრებისა და საბრძოლო სპილოების ფიგურები ენერგეტიკის გამწმენდი საშუალებაა. შემთხვევითი არაა, რომ სპილოების ფიგურებს ბევრი სახლის თაროებზე იხილავთ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..