სამწუხაროდ, ხანდახან ისე ხდება, რომ მშობლები ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად შვილებს ერთმანეთისგან არჩევენ, ან უბრალოდ ყურადღებას და სიყვარულს ვერ ანაწილებენ სწორად.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგმა ვრცლად ისაუბრა და მათ შორის ისეთ შემთხვევაზეც, რომელზეც ახლა ეს პატარა ბიჭი გვიამბობს იმედია, მშობლები, რომლებსაც ეცნობათ საკუთარი სიტუაცია, გაითვალისწინებენ ამ ჩანაწერს, რომელსაც მისი და დედამისის ნებართვით ვაქვეყნებთ…
წერილი 10 წლის ბიჭმა დაწერა და დედამ რომ ნახა, ბევრი იტირა… მერე ორივემ გადაწყვიტა, სხვებისთვისაც წაეკითხებინათ, რათა გაითვალისწინონ მათი შემთხვევა და მისი გადაწყვეტის
გზებიც ურჩიონ ისევ მშობლებმა:
“ალბათ უნდა მიხაროდეს, რომ ჯანმრთელი ვარ და არაფერი მჭირს. მაგრამ სულაც არ მიხარია… წუხელაც დამესიზმრა, ვითომ კოჭლი ვიყავი და მშობლები ხელით დამატარებდნენ. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერც აღვწერ…
ბევრჯერ მესიზმრება ასეთი რამეები. და სულ ვფიქრობ, ნეტავი გიოსავით მეც ავადმყოფი დავბადებულიყავი…
გიოს დედა და მამა სულ თავს ევლებიან – ხან ექიმებში დაატარებენ, ხან სასეირნოდ დადიან ერთად (მისთვის ეს აუცილებელია), ხან მასაჟისტები მოჰყავთ მისთვის…
მთელი ყურადღება და სიყვარული გიოსია…
მეც მათთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ დედა ფიქრობს, რომ უკვე დიდი ბიჭი ვარ და შემიძლია, საკუთარ თავს მივხედო. ჩემით ვაკეთებ ყველაფერს, დილით ვემზადები, ვსაუზმობ, დავდივარ სკოლაში, მაღაზიაში, ვმეცადინეობ, საღამოს მივდივარ სპორტზე…
სინამდვილეში, მარტო ვიზრდები, რადგან დედიკო და მამიკო ან სახლში არ არიან გიოს გამო, ან სახლში არიან, მაგრამ მაინც სულ გიოსთან ატარებენ დროს…
განა არ მეცოდება გიო, ასეთი როა. მაგრამ მშურს მისი… დედიკო და მამიკო მთლიანად იმისები არიან, უფრო უყვართ, უფრო ეცოდებათ, სულ მასზე მსჯელობენ და სულ მას დასტრიალებენ…
ნეტავ, მეც ავად ვიყო გიოსავით, დედას და მამას ხომ მეტად ვეყვარებოდი და მომივლიდნენ…”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია